09:37 - 18 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-06 19:47:05, 1551 ნახვა

ეკონომიკა
მთავრობის დადგენილებით, წიაღის სექტორის რეფორმის საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭო შეიქმნა

წიაღის სექტორის რეფორმის კოორდინაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით  შეიქმნა უწყებათაშორისი საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს,  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, რეფორმის განსახორციელებლად შერჩეულია მაღალკვალიფიციური და საერთაშორისო დონეზე აღიარებული ექსპერტთა გუნდი (ADAM SMITH International).

„მიმდინარე წლის ივნისის თვეში ექსპერტთა გუნდი პირველი სამუშაო ვიზიტით უკვე იმყოფებოდა საქართველოში, რომლის ფარგლებშიც მომზადდა საწყისი ანგარიში. მათ მიერ ახლახანს დასრულდა მუშაობა საუკეთესო პრაქტიკის ანგარიშსა და არსებული მდგომარეობის ანალიზზე.

ექსპერტთა გუნდის  მეორე  სამუშაო მისია დაგეგმილია მიმდინარე წლის 11 სექტემბრიდან -14 სექტემბრის ჩათვლით, რომლის ფარგლებშიც გაიმართება შეხვედრა სექტორის რეფორმის მაკოორდინებელი უწყებათაშორისი საბჭოს წევრებთან. შეხვედრაზე განხილული იქნება პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები, ძირითადი გამოწვევები და მიმართულებები, ასევე განხილული იქნება უკვე მომზადებულ ანგარიშებთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნები და რეკომენდაციები. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

ექსპერტები აქტიურად  თანამშრომლობენ შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, წიაღის სექტორში დასაქმებულ სუბიექტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რაც, თავის მხრივ უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას და რეფორმისთვის კონცეპტუალურ საკითებზე სრულყოფილი და ობიექტური შედეგების დადგომის შესაძლებლობას.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით  წიაღის სექტორის ფართომასშტაბიანი რეფორმა 2018 წლის დასაწყისიდან მიმდინარეობს.  რეფორმის ფარგლებში, პირველ ეტაპზე მიმდინარეობს  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტების შემუშავება, მეორე ფაზაში, 2019 წელს შემუშავდება შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო და მოხდება წიაღის ახალი კანონმდებლობის ფორმირება, ხოლო რეფორმის დასკვნით (მესამე) ფაზაში კი (2020 წელს) შემუშავდება რეკომენდაციები სექტორში ადამიანური რესურსების გაძლიერების შესახებ და შესაძლებლობების ამაღლების თვალსაზრისით“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics