03:00 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-06 11:41:42, 1318 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 25%-ით გაიზარდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ინფორმაციით, 2018 წლის 8 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში - 3,375,959 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2,703,503 მგზავრი) 25%-ით აღემატება.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, აგვისტოს თვეში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აგვისტოში 461,051 მგზავრს მოემსახურა, რაც 12 % მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (413,347 მგზავრი ). ხოლო 8 თვეში ზრდამ, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 24% შეადგინა (2,565,226 მგზავრი).         

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში  მგზავრთნაკადი 2018 წლის აგვისტოში 44 % გაიზარდა და 72,210 მგზავრი შეადგინა. რაც შეეხება 8 თვის მონაცემებს, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი  382,325 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35 %-ით მეტია. (2017 წლის 8 თვე - 283,355 მგზავრი).

ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება კვლავ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2018 წლის აგვისტოში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 121,298 მგზავრმა ისარგებლა. რაც 12% მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (108,262 მგზავრი). რაც შეეხება 8 თვის ჯამს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის 8 თვეში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 24 %-ით გაიზარდა და 422,888 მგზავრი შეადგინა. (   342,299 მგზავრი).

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით, 2018 წლის 8 თვეში 5,520 მგზავრმა ისარგებლა. 2018 წლის 8 თვის მონაცემებით, ადგილობრივ აეროპორტებში ჯამში 251 რეისი შესრულდა. 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics