|
2018-09-05 14:58:57, 2128 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტსა და პრემიერს სიცოცხლის ბოლომდე სახელმწიფო დაცვა აღარ მოემსახურებათ
საქართველოს პრეზიდენტებს სიცოცხლის ბოლომდე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური (სდსს) აღარ დაიცავს. აღნიშნული ცვლილება მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით სახელმწიფო დაცვის სამსახურის შესახებ კანონში შედის. კერძოდ, ინიციატივის თანახმად, პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების ვადის გასვლიდან ერთი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ სახელმწიფო დაცვა. ამ ვადის გასვლის შემდეგ მათთვის დაცვის დანიშვნა მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევაში მოხდება. გარდა ამისა, თანამდებობის პირებს სახელმწიფო დაცვა არ შეუნარჩუნდებათ, თუკი უფლებამოსილების შეწყვეტა კონსტიტუციის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის გამო მოხდება. "კანონს დაემატება პუნქტი, რომლის მიხედვით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს თანამდებობრივი უფლებამოსილების ვადის გასვლიდან ან უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, მათი უფლებამოსილების ვადის გასვლის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ მათივე ოჯახის წევრებს, აგრეთვე უფლებამოსილების ვადის გასვლის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ სამსახურის სხვა დასაცავ პირებს და მათი ოჯახის წევრებს დაცვა შეიძლება დაენიშნოთ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესაბამისი საფრთხის არსებობის საფუძველზე და იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ პირთა უფლებამოსილების შეწყვეტა არ იქნება საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან/და დანაშაულის ჩადენის შედეგი", - ნათქვამია ინიციატივაში. როგორც განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, კანონპროექტი მიზნად ისახავს სახელმწიფო დაცვის სპეცილაური სამსახურის მიერ მასზე დაკისრებული უფლება/მოვალეობების უფრო ქმედითი და შეუფერხებელი განხორციელების უზრუნველყოფას. კანონში არსებული რიგი კოლიზიური ნორმების შესწორებას. ასევე, კანონის საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფას. ცნობისთვის, სდსს-ს უმთავრესი დაცვის ობიექტები არიან: საქართველოს პრეზიდენტი; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე; საქართველოს პრემიერ-მინისტრი; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე; საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე; საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი; საქართველოში ვიზიტით მყოფი უცხო ქვეყნის სახელმწიფო მეთაური; საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების პერიოდში. დანარჩენ პირებს სახელმწიფო დაცვა მხოლოდ მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში ენიშნებათ.
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
ტრამპმა ერდოღანს მეგობარი უწოდა: მე მას ყოველთვის გავახარებ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)