|
2018-09-04 00:41:10, 1814 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: „აღფრთოვანებული დავრჩი იმით, თუ რამდენად დიდ პატივს გვცემენ ისრაელში
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი, ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი არჩილ თალაკვაძე დღეს პარლამენტში ისრაელის ლიდერთა ცენტრ „ახალგაზრდა ელჩების" სტუდენტთა დელეგაციას შეხვდა. არჩილ თალაკვაძე ახალგაზრდებს საქართველოს ისტორიასა და დღევანდელობაზე, პარლამენტის საქმიანობაზე, ორი ქვეყანის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობაზე და სამომავლო თანამშრომლობაზე, საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე ესაუბრა. შეხვედრა, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ახალგაზრდების მიერ დასმული კითხვები საქართველოში მიმდინარე რეფორმებს ეხებოდა, რომლებიც ინოვაციების და ეკონომიკის განვითარების მიმართულებით ხორციელდება. ასევე, მათ კითხვები ჰქონდათ ოკუპაციასთან დაკავშირებით, საპარლამენტო მმართველობასა და პარლამენტის როლზე ქვეყნის ცხოვრებაში, განათლების სისტემასა და განათლების პროცესთან დაკავშირებით და სხვა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ახალგაზრდების კითხვებს ამომწურავად უპასუხა და შეხვედრის დასასრულს მათ წარმატებები უსურვა სწავლასა და მომავალ საქმიანობაში. „დღეს პარლამენტში ვუმასპინძლეთ ისრაელიდან ახალგაზრდა ლიდერებს, რომლებიც ლიდერთა პროგრამის მონაწილეები არიან. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს კულტურაზე, ტრადიციებზე, ინოვაციებსა და განვითარების პროცესზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს. მათ აქვთ ძალიან კარგი წარმოდგენა თუ როგორია ჩვენი ქვეყანა. ახალგაზრდებმა თვითონვე დაახასიათეს, თუ როგორია მათ წარმოსახვაში საქართველო. აღფრთოვანებული დავრჩი იმით, თუ რამდენად დიდ პატივს სცემენ ისრაელში ჩვენი ქვეყნის ისტორიას, ჩვენს კულტურას და ჩვენი ქვეყნის ბრძოლას თავისუფლებისთვის. შევთანხმდით, სამომავლო თანამშრომლობაზე და კომუნიკაციაზე. ვინაიდან, თავის დროზე, მე თვითონაც ვსწავლობდი ლიდერთა სკოლაში. ვფიქრობ, ბევრ საერთოს გამოვძებნით და ეს დაეხმარება როგორც ქართველ ახალგაზრდებს, ასევე ისრაელში ახალგაზრდებს საკუთარი კარიერის განვითარებაში. კიდევ ერთხელ მსურს განვაცხადო - აღფრთოვანებული დავრჩი, თუ როგორი პროგრესული და ძლიერი თაობა მოდის", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ისრაელის ელჩი საქართველოში შაბთაი ცური. „მნიშვნელოვანია, რომ ისრაელსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ყველა მიმართულებით კიდევ უფრო ღრმავდება. მომავალი ახალგაზრდები, მომავალი ელჩები, ასევე თქვენი - საქართველოს დიპლომატები ჩვენ ერთმანეთს დავაკავშირეთ და მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო განვითარდება და გაიზრდება ეს ურთიერთობა", - განაცხადა ისრაელის ელჩმა სეხვედრის დასასრულს.
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
ტრამპმა ერდოღანს მეგობარი უწოდა: მე მას ყოველთვის გავახარებ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)