|
2018-09-01 18:34:49, 1747 ნახვა
პოლიტიკა
კახი კალაძე ბელარუს კოლეგას შეხვდა
თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად, ბელარუსის დედაქალაქ მინსკს ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, კახა კალაძემ მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეი შორეცთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა დაძმობილებულ ქალაქებს შორის არსებული ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს. როგორც თბილისის მერმა შეხვედრაზე აღნიშნა, მინსკსა და თბილისს აქვს რესურსი, რომ მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს. „ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი შედგა. მიხარია, რომ ბელარუსის დედაქალაქში ქართული კულტურის ფესტივალი - „თბილისობა 2018“ იმართება, სადაც ძალიან ბევრი ადამიანია მოსული. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ აქ მცხოვრებ ადამიანებს ჩვენი კულტურა და ის ღირსშესანიშნაობები გავაცნოთ, რითაც ვამაყობთ. რაც შეეხება მინსკს, ეს არ არის ჩემი პირველი ვიზიტი. ამ ქალაქს ძალიან კარგად ვიცნობ და მიყვარს როგორც ეს ქვეყანა, ქალაქი, ხალხი. ასევე, ძალიან ვაფასებ იმ ურთიერთობებს, რაც ჩვენს ქვეყნებსა და ხალხს შორის არსებობს. გვაქვს ძალიან დიდი რესურსი, რომ ეს ყველაფერი კიდევ უფრო გავაღრმავოთ და კიდევ უფრო მეგობრული გავხადოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. შეხვედრაზე ბელარუსმა კოლეგამ თბილისის მერს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. „გვიხარია, რომ აქ ხართ და ასეთ კეთილ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. მინსკში თბილისობას აღვნიშნავთ. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, მინსკელებს ქართული კულტურა, სამზარეულო და ტრადიციები ვაჩვენოთ. ვფიქრობ, თქვენი ვიზიტი იქნება შემდეგი ნაბიჯი ჩვენი ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის“, - მიმართა მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეი შორეცმა თბილისის მერს. ბელარუსის დედაქალაქში ქართული კულტურის რიგით მეოთხე ფესტივალი „თბილისობა 2018“ იმართება. დედაქალაქის მერი კახა კალაძე მინსკს თბილისის მერიისა და თბილისის საკრებულოს დელეგაციასთან ერთად ეწვია. თბილისსა და მინსკს შორის დაძმობილების ხელშეკრულება 2015 წლის 11 სექტემბერს გაფორმდა. ორმა ქალაქმა დაძმობილების გადაწყვეტილება მეგობრული და დინამიური პარტნიორული კავშირების გათვალისწინებით მიიღო.
(NS)
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
ტრამპმა ერდოღანს მეგობარი უწოდა: მე მას ყოველთვის გავახარებ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)