|
2018-08-31 19:33:21, 1015 ნახვა
რეგიონი
სოფელ ცედანის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია
ხაშურში, სოფელ ცედანის მახლობლად, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის ქრობის პროცესში 220 მეხანძრე-მაშველი , 17 სახანძრო მანქანა, ტყის ხანძრებისთვის განკუთვნილი სპეცტექნიკა, ეროვნული სატყეო სააგენტოს მეტყევეები და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი მონაწილეობდა. ხანძრის გაჩენის პირველივე დღიდან ადგილზე იმყოფებოდნენ შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ხუციშვილი და სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი თორნიკე გვაზავა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, ადგილზე პრევენციის მიზნით დარჩებიან მეხანძრე-მაშველები და განახორციელებენ ნახანძრალი ტერიტორიის მონიტორინგს. „ერთი ჯგუფი დარჩება, დაახლოებით 20-და 50 ადამიანამდე. ასევე, ადგილზე დარჩება რამდენიმე ერთეული სპეცტექნიკაც. არსებობს მონიტორინგის გარკვეული სტანდარტი და რისკების საბოლოო შეფასების შემდეგ ისინიც დატოვებენ ტერიტორიას,“ - განაცხადა შალვა ხუციშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს. „მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ხანძრის ქრობის პროცესში. სწორედ ასეთი ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობის შედეგად მოხერხდა უმოკლეს დროში ხანძრის ლიკვიდაცია“, - აღნიშნა შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 10 ჰექტარამდე ტყის ფართობი დაიწვა.
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)