|
2018-08-29 14:38:37, 1463 ნახვა
ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძე: საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-მდე გაზარდა
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი საქართველოში, რომელიც 21 აგვისტოდან 27 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობდა, წარმატებით დასრულდა. სავალუტო ფონდის მისიამ დადებითად შეაფასა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, განსაკუთრებით ხაზი გაესვა მოსალოდნელზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც როგორც საგარეო სექტორის გაუმჯობესებამ, ასევე შიდა მოთხოვნის ზრდამ გამოიწვია. „შესაბამისად, სავალუტო ფონდმა 2018 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.8%-დან 5.5%-მდე გაზარდა, რაც ერთმნიშვნელოვნად დადებითი ფაქტია. გარდა ამისა, პრესრელიზში საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამახვილებს ყურადღებას იმ რეფორმების დადებითად მიმდინარეობაზე, რომელიც საქართველოში გვაქვს - ეს არის საპენსიო რეფორმა, გადახდის უუნარობის რეფორმა, კერძო და საჯარო თანამშრომლობის რეფორმა და ბევრი სხვა რეფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში კერძო სექტორის ჩართულობას ეკონომიკურ ზრდაში და საფუძველს მისცემს ქვეყანას, მაღალი და მდგრადი ეკონომიკური ზრდა უზრუნველყოს. ეს კი თავისთავად საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე აისახება", - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ. სსფ-ს მისიამ საქართველოს ეკონომიკის 2018 წლის ზრდის პროგნოზის წლიურ 5.5 პროცენტამდე გაზრდის შესახებ პრესრელიზი 28 აგვისტოს გაავრცელა. "სსფ-ს მისიამ საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილა მაღალი და ინკლუზიური ზრდის ხელმშემწყობი რეფორმების მიმდინარეობა; შეაფასა სხვადასხვა ინიციატივები. საქართველოს ხელისუფლებამ შექმნა დამოუკიდებელი საპენსიო სააგენტო და დაამტკიცა დებულებები კერძო და საჯარო თანამშრომლობის კანონის განხორციელებისათვის. ხელისუფლებამ დახვეწა გადახდისუუნარობის კანონი და აამოქმედა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ხელშემწყობი დებულებები. ამჟამინდელ გარემოში მიზანშეწონილია სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება ეკონომიკის მედეგობის გაზრდის, კერძო სექტორის მიერ წაძღოლილი ზრდის, ეკონომიკის დივერსიფიცირების და ცხოვრების დონის გაუმჯობესების მიზნით", - აღნიშნულია სავალუტო ფონდის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
(NS)
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)