|
2018-08-27 11:19:15, 917 ნახვა
სხვადასხვა
1709 წლის საბუთი ჯვრის მონასტრის შესახებ, მე-19 საუკუნის საქმეში მოიძებნა
საქართველოს იუსტიციის სამინისტოს ეროვნული არქივში დაცულ მე-19 საუკუნის ფონდის - „თბილისის კეთილმოწყობის კომიტეტი“ – გადამუშავებისას 1839 წლის ერთ-ერთ საქმეში მოიძებნა 1709 წლის ისტორიული საბუთი, რომელიც იერუსალიმის ჯვრის მონასტერს შეეხება. ახლადმიკვლეული დოკუმენტი სარდალ გიორგი ამილახვრის მიერ იერუსალიმის ქრისტეს საფლავის ეკლესიისადმი 1709 წელს გაცემული შეწირულების წიგნია. ამ დოკუმენტით ამილახვარმა თბილისში მდებარე თავისი მამული მშობლების - მამის გივი ამილახვრისა და დედის თამარის (შაჰნავაზის იგივე ვახტანგ V-ის ასული) სულის მოსახსენიებლად შესწირა ტაძარს. დოკუმენტის პირი (გადაწერილი ასლი) ეროვნული არქივის ძველი საბუთების პირების კოლექციაში ამ დრომდეც ინახებოდა და მისი შინაარსი ცნობილი იყო, თუმცა მე-19 საუკუნის საარქივო საქმეში მისი ორიგინალის მიკვლევას გამორჩეული მნიშვნელობა აქვს. იერუსალიმის ჯვრის მონასტერში ქართველების მოღვაწეობასა და მონასტრისათვის ქართველი მეფეებისა და მთავრების შეწირულებათა შესახებ ეროვნული არქივის ძველ საბუთთა კოლექციაში მე-15-მე-19 საუკუნეების 115 დოკუმენტია დაცული. ამ ისტორიული საბუთებით დასტურდება, ქართველი მეფეები და დიდებულები გამუდმებით სწირავდნენ ქონებას იერუსალიმის ქართულ მონასტრებს და იმ სავანეებს, სადაც ქართველი სასულიერო პირები მოღვაწეობდნენ. ამონარიდი საბუთიდან: ,,ამილახორის ზემო ქართლის სარდლის შვილმან ბატონმან გიორგიმ შემოგწირე... ესე მცირე კნინი შემოსაწირავი საკუთარი ჩვენი ალალი ნასყიდი ადგილი ქალაქს გალავანს გარეთ ხევის გაღმა მოედნისაკენ... სიგძე ადლი ორმოცდახუთი, განი ადლი ოცდახუთია მისის სამართლიანის სამძღვრით უკლებლად მოგართვით და შემოგწირეთ ამა პირსა ზედან, რომელ ვინცა ვინ ეალუსარიმის პატრიარქი დღეს ბძანდებოდეს, ანუ შემდგომად დღეის წაღმა, ყოველ აღდგომის დიდს შაბათს ნათლის გამოსლვის დღეს მამის ჩვენის ამილახვარის გივისათვინ და უძლეველის მეფის პატრონის შაჰნავაზის ასულის დედის ჩვენის ბატონის თამარისათვინ ჟამსა სწირევდენ და მათ შენდობითა და ჩვენ ძეთა მათთაც დღეგრძელობით მოგვიხსენებდნენ თვისის კრებულითა. კიდენ ესეც უნდა გვიყონ რომე ერთი კანდელი დაუნელებლად ქრისტეს საფლავზედ ჩვენ მაგიერობით ენთებოდეს". საბუთს ახლავს ხუთი ბეჭედი. ოთხი ამილახვრებს, ერთი კი მეფე გიორგი XII-ს ეკუთვნის, რომლითაც მან 1799 წელს დაადასტურა შეწირულება.
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)