|
2018-08-25 11:06:36, 815 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - სახელმწიფო ზრუნავს ჩვენს მეზღვაურებზე როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი, 7 დღის წინ გაუჩინარებული, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის ქართველი მეზღვაურების ოჯახებს შეხვდნენ. თორნიკე რიჟვაძემ მეზღვაურების ოჯახის წევრებს მიულოცა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო უწყებები კოორდინირებულად მუშაობენ, რათა მფარველობა გაუწიონ მეზღვაურებს, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ. ,,დღეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელთან, ქალბატონ თამარ იოსელიანთან ერთად შევხვდით მეზღვაურების ოჯახის წევრებს, მივულოცეთ მათ და ვაცნობეთ, რომ მეზღვაურები უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილები და ძალიან მალე ისინი საქართველოში დაბრუნდებიან", - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. შეგახსენებთ, რომ 7 დღის წინ გაუჩინარებული გემი PANTELENA, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება, ნაპოვნია. მიღებული ინფორმაციით, მეზღვაურების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩაატარეს კოორდინირებული სამუშაო სხვადასხვა მიმართულებით და უზრუნველჰყვეს ყველა მხარის ჩართულობა მოძიების პროცესში. ამოქმედებული იქნა ყველა დარგობრივი და დიპლომატიური ბერკეტი, როგორც დასავლეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნები, ასევე საზღვაო და რეგიონული ორგანიზაციები. შექმნილი სიტუაციის პირველი წუთებიდანვე სააგენტო აქტიურ კავშირზეა გემის დროშის სახელმწიფოსთან - პანამა, ასევე რეგიონში მოქმედ საზღვაო უშიშროების ჯგუფებთან, რომლებთან უშუალო კოორდინაციითაც ხორციელდება ღონისძიებები მეზღვაურების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
(NS)
უკრაინელების მოკლული გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი, საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს ომობდა
იემენელი ჰუსიტები მუსლიმებისთვის წმინდა ქალაქს მექას დაესხნენ თავს
SOLO-ს განსაკუთრებული შეთავაზება ისთ ფოინთის დაბადების დღეს SOLO VISA ბარათის მფლობელებს
ახალი შეთავაზება TBC-ის პლატფორმაზე - დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)