|
2018-08-24 17:27:37, 6501 ნახვა
სპორტი
სააკაშვილი: დღევანდელი ე.წ. მთავრობა მერკელის ფონზე ძალიან სამარცხვინოდ გამოიყურებოდა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტს ეხმაურება. როგორც სააკაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, მერკელის ფონზე საქართველოს მთავრობა „ძალიან სამარცხვინოდ გამოიყურებოდა“. „ძალიან საინტერესოდ თქვა ევროპის დღევანდელმა ლიდერმა, ჩვენმა ძველმა პოლიტიკურმა პარტნიორმა და საქართველოს მეგობარმა ანგელა მერკელმა, რომ საქართველო მზად არის ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილებისთვის და იმაზე მეტად არის მზად, ვიდრე სომხეთი იყო. სომხეთში დაემხო პრორუსული რეჟიმი და ოლიგარქები მოაშთეს ხელისუფლებიდან სულ ცოტა ხნის წინ. მერკელის თქმით, საქართველოში ეს ბევრად უფრო შესაძლებელია. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ყველა ხვდება - საქართველო უნდა გახდეს ღირსეული პარტნიორი მთელი მსოფლიოსთვის, მაგრამ პირველ რიგში მაგარი ადგილი საკუთარი მოქალაქეებისთვის, რათა ხალხი მასობრივად არ გარბოდეს. დღევანდელი ე.წ. მთავრობა სტუმრის ფონზე გამოიყურებოდა ძალიან სამარცხვინოდ. არ შეიძლება საქართველოს ჰყავდეს ასეთი „ხელის ბიჭები“ და მათ ერქვათ მთავრობა“, - აღნიშნა სააკაშვილმა. მან ასევე კანცლერისა და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრაზე გაამახვილა ყურადღება: „მნიშვნელოვანია, რომ მერკელი შეხვდა ოპოზიციის ლიდერებს, პრეზიდენტობის კანდიდატებს და არ შეხვდა მოღალატე ზურაბიშვილს. ესეც ნათელი გზავნილი იყო მთელი ევროპის. მე ვფიქრობ, ყველასთვის ყველაფერი უკვე გასაგებია და ჩვენმა ხალხმა უნდა მიიღოს თავისი გადაწყვეტილება ოქტომბერში. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდის“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)