20:28 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-24 13:35:20, 689 ნახვა

რეგიონი
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სპეციალისტებმა ბათუმში, სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის სპეციალისტებმა ბათუმში, სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.

სამინისტროს ცნობით, პროექტი, „ცოფის უკეთესი კონტროლის სტრატეგია“ აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა.   შეხვედრის ფარგლებში მოხდა ცოფის სამუშაო ჯგუფის წევრების არჩევა,  ვაქცინაციის ექსპერტებთან საკონსულტაციო შეხვედრისთვის თარიღის დადგენა და ცოფის კონტროლის სტრატეგიის შემუშავება. შეხვედრის დროს, მონაწილეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, ჩატარდა რამდენიმე დღიანი სამუშაო პრაქტიკები. ლაბორატორიის სპეციალისტები გააკეთებენ პრეზენტაციას ცოფის დაავადებასთან დაკავშირებით.

შეხვედრის მიზანია სამეცნიერო კვლევაში ცოფის ვირუსის ობიექტური შეფასება, ქართული სტანდარტების ჩამოყალიბება-დანერგვის საკითხების განხილვა და მათი გაზიარება სამეცნიერო საზოგადოებასთან. ასევე, ქვეყნისა და საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე მომუშავე სტრუქტურების პოტენციალის განსაზღვრა სხვადასხვა რისკების დროს.

პროექტის შედეგია რეგიონში დარგის სპეციალობების მიხედვით საკუთარი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება და შემდგომ საკუთარ ქვეყნებში მომხმარებლებისათვის გაუმჯობესებული სერვისის შეთავაზება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics