|
2018-08-24 02:02:09, 1474 ნახვა
სხვადასხვა
ანგელა მერკელი თბილისში ახალგაზრდობის დროინდელ ვიზიტს იხსენებს
ვახშამზე, რომელიც ფუნიკულიორზე გაიმართა გერმანია-საქართველოს ხანგრძლივ პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრა და საქართველოში 80-იან წლებში სტუმრობა გაიხსენა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ანგელა მერკელმა. „ჩვენ ძალიან ბედნიერნი ვართ აქ ყოფნით. ამას ვაცხადებ ბიზნესწრეების, პარლამენტისა და ჩემი მთავრობის დელეგაციების სახელით. მიმაჩნია, რომ ეს რეალური პარტნიორობაა. გერმანიაში მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა თუ იცის, რომ ეს ყველაფერი ალბათ 200 წლის წინ დაიწყო, როდესაც გერმანული თემი საქართველოში დასახლდა. დიდია პარტნიორობა საქართველოს მხრიდანაც, რადგან თბილისის უნივერსიტეტის სახელი გვახსენებს საერთო კვლევებს, მიმზიდველ ადგილს საიდანაც ქართული ხედვა იყო წარმოდგენილი თქვენი მკვლევარების მიერ. წელს აღინიშნება პირველი ქართული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე, რომელმაც სამწუხაროდ მხოლოდ 3 წელს გასტანა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. შემდეგ ისევ საბჭოთა დროშის ქვეშ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში არსებობა მოგიწიათ. შემიძლია გითხრათ, რომ აღმოსავლეთ გერმანიიდან საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში მოგზაურობა მაშინაც სასურველი იყო. მე აქ 80-იანი წლების შუა პერიოდში ვიმყოფებოდი. ნახევრად ლეგალური და ნახევრად არალეგალური იყო ეს ყველაფერი. მახსოვს, რომ ტრანზიტი ნებადართული იყო, თუმცა მხოლოდ 12 დღით შეიძლებოდა ქვეყანაში გაჩერება. როდესაც ქართველმა პოლიციელმა გამაჩერა და მკითხა, აქ რას ვაკეთებდი, ვუთხარი, რომ მომწონდა და შესანიშნავი იყო აქაურობა და რომ სწორედ ასეთმა მოხიბლულმა დათქმულ დროში ვერ დავტოვე საქართველო. იმ წამსვე გამიგო და მკითხა, მქონდა თუ არა ნანახი თბილისში ესა თუ ის ადგილი, ვიყავი თუ არა ნამყოფი მცხეთაში. ვუპასუხე, ჯერ ვერ მოვახერხე-მეთქი. მაშინ მითხრა, მეტი დღით აღარ დარჩე, მაგრამ ყველა ეს ადგილი მოინახულეო. ვერ ვუთხარი, რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ რაც იყო, იყო. მახსოვს, რომ მაშინ დრო არ მქონდა, თუმცა, სამწუხაროდ, ვერც დღეს ვნახავ მცხეთას. მიმაჩნია, რომ საქართველოში ის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. მსურს, მადლობა გადაგიხადოთ პარტნიორობისთვის. ვიცით, რომ ბევრი სირთულე გაქვთ, თუმცა ცდილობთ, ოპტიმიზმი შეინარჩუნოთ და ხალხთაშორისიურთიერთობები დაალაგოთ. ამიტომ, მახარებს იმის გაგება, რომ რუსეთთან ყველა ამ პოლიტიკური სირთულის მიუხედავად, თბილისში რუს ტურისტებს მიესალმებიან. მათ აქ ჩამოსვლა მოსწონთ და სწორედ ეს არის მთავარი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად და მოსალაპარაკებლად. გერმანია არ დაივიწყებს თქვენს ამ პრობლემებს. მადლობა მასპინძლობისთვის. გაუმარჯოს გერმანულ-ქართულ მეგობრობას",- განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა.
პროკურატურამ რკინიგზის საქმის რვავე დაკავებულს ბრალი წარუდგინა, ორზე ძებნა გამოცხადდა
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)