|
2018-08-22 17:33:58, 807 ნახვა
რეგიონი
აჭარასა და მალოპოლსკას რეგიონებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და მალოპოლსკას სავოევოდოს შორის რეგიონთაშორისი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონია მალოპოლსკას რეგიონის მარშლის ოფისში გაიმართა, რომელსაც აჭარის დელეგაციის წევრები და მალოპოლსკას სავოევოდოს ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთახმებას ხელი მოაწერეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და მალოპოლსკას სავოევოდოს მარშალმა იაცეკ კრუპამ. შეთანხმების ხელმოწერა მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის განვითარებას ითვალისწინებს. ხელმოწერის ცერემონიაზე შეკრებილ სტუმრებს აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ მიმართა სიტყვით და იმ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რაც ჩვენს რეგიონს გააჩნია. ,,სასიხარულოა, რომ დღეს ხელი მოეწერა აჭარასა და მალოპოლსკას შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას. მჯერა, რომ პოლონეთის კიდევ ერთ სავოევოდოსთან ახალი თანამშრომლობის დაწყება ორივე რეგიონისთვის წარმატებული და ნაყოფიერი იქნება." - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში 23 აგვისტომდე გაგრძელდება
(NS)
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)