|
2018-08-22 14:42:06, 608 ნახვა
რეგიონი
სეტყვისგან დაზიანებული ყურძნის გადამუშავება შეუფერხებლად მიმდინარეობას
ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის შედეგად, 500 ჰექტრამდე ვენახი დაზიანდა. შექმნილი ვითარების გამო, ქალაქ თელავში, რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბში ოპერატიულად დაიგეგმა ღონისძიებები იმ ფერმერების დასახმარებლად, ვისაც მოსავალი დაუზიანდა და ვენახები დაზღვეული არ ჰქონდა. „ახმეტის ღვინის ქარხანამ" დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება სტიქიიდან მეორე დღესვე დაიწყო. დღეისათვის, სეტყვისგან დაზიანებული 500 ტონა ყურძენი უკვე გადამუშავებულია. 20 აგვისტოს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბი ოფიციალურად გახსნა. ამ დროისთვის შტაბში 15 კომპანია, რომლებიც ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩაერთვებიან, უკვე დარეგისტრირებულია. რთველის მიმდინარეობის დროს შტაბი 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს. ყურძნის კრეფა რამდენიმე დღეში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დაიწყება და, ეტაპობრივად, მთელს კახეთს მოიცავს. იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც ბოლო წლებში სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკით ქართულ მევენახეობა-მეღვინეობის დარგში არსებობს, რთველი 2018 ჩატარდება ორგანიზებულად და იქნება წარმატებული. დარგში წინსვლა სახეზეა - გაზრდილია ღვინის ექსპორტის მოცულობა, საექსპორტო ბაზრები დივერსიფიცირებულია, შექმნილია ახალი, გაფართოებული და გადაიარაღებულია ღვინის ძველი საწარმოები; ფუნქციონირებს აგროკრედიტის და აგროდაზღვევის განვითარებული სისტემა. სახელმწიფოს ხელშეწყობით მევენახეობა-მეღვინეობის დარგი გაძლიერებულია და ის, ერთმნიშვნელოვნად, აღარ საჭიროებს სუბსიდიის ფორმით მხარდაჭერას.
(NS)
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)