|
2018-08-22 11:41:22, 9617 ნახვა
კულტურა
1 სექტემბერს ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის The Chemical Brothers-ის კონცერტი გაიმართება
1 სექტემბერს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ქართველი მსმენელის წინაშე 4 გრემის ჯილდოს მფლობელი ბრიტანული დუეტი The Chemical Brothers წარდგება. ტომ როულენდსისა და ედ საიმონსისგან შემდგარი ინგლისური დუო ქართველ მსმენელს ტრადიციულად, ვიზუალური ეფექტებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, დაუვიწყარ სანახაობას შესთავაზებს. ღონისძიების წარმდგენები Eastern Promotions და თიბისი სტატუსი არიან. ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია tkt.ge-ზე. თიბისის სტატუსის მომხმარებლები ბილეთების შეძენისას ექსკლუზიური ფასდაკლებით ისარგებლებენ. The Chemical Brothers-ის მსმენელისთვის სპეციალური აქცია დაიწყო თიბისისი თი ბოტმაც. ის, ვინც 1 სექტემბრამდე თი ბოტის შეთავაზებით ისარგებლებს, The Chemical Brothers-ის კონცერტის ბილეთების შეძენას 44%-იანი ფასდაკლებით შეძლებს. აქციაში ჩასართავად, მომხმარებელმა Facebook Messenger-ში თი ბოტს The Chemical Brothers-ის კონცერტის შესახებ უნდა მისწეროს, რის შედეგადაც თი ბოტისგან პრომოკოდს მიიღებს. პრომოკოდის გამოყენება შესაძლებელია 1 სექტემბრამდე, tkt.ge-ზე ბილეთების შეძენისას. ინგლისური ელექტრონული მუსიკალური ჯგუფი "The Chemical Brothers", რომელიც მსოფლიოში ცნობილია მაღალი ხარისხის საკონცერტო სეტებით, საქართველოში ბოლო მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ჩამოდის. კონცერტზე შესრულდება 1995 წლიდან დღემდე, ჯგუფის მიერ შექმნილი ჰიტები, სხვადასხვა სტუდიური ალბომიდან. The Chemical Brothers, ელექტრონული საცეკვაო ჟანრის მუსიკის პიონერად არის მიჩნეული. ჯგუფს 1995 წლიდან დღემდე 8 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. ჯგუფის შემოქმედება თითქმის სამ ათწლეულს ითვლის და მათ პოპულარობა ისეთმა ჰიტებმა მოუტანეს, როგორებიცაა - "Block Rockin' Beats", "Hey Boy Hey Girl", "Galvanize", "The Salmon Dance", "Do It Again", "Swoon" და სხვა.
(R)
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)