|
2018-08-20 17:45:30, 614 ნახვა
რეგიონი
ჩირუხი-ხიხანი-გოდერძი - მთიან აჭარას ახალი ტურისტული მარშრუტი ემატება
სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის აჭარაში ახალი ტურისტული მარშრუტის მარკირება მიმდინარეობს. „ჩირუხი-ხიხანი-გოდერძი“ - ასე ჰქვია მარშრუტს, რომლის მარკირებასაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ანხორციელებს. ახალი ტურისტული მარშრუტი ალპურ ზონაშია და მასზე მოგზაურობისას ტურისტი გაივლის ულამაზეს ტბებს, ჩანჩქერებს, ციხეებსა და იაილებს. ჟინვალის ჩანჩქერი, შრატიანის ტბა, სარიჩაირის იაილები, ყარაგოლის ტბა, თეთრობის იაილები, ხიხანის ციხე, ალპური ბოტანიკური ბაღი - მცირე ჩამონათვალია იმ ტურისტული ადგილებისა, რომელთა ნახვაც ტურისტს მარშრუტზე შეუძლია. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მარშრუტის პოპულარიზაციის მიზნით გიდებისა და ტურისტული სააგენტოებისთვის მოაწყო ინფოტური, რომლის მონაწილეებმაც თავად გაიარეს მარშრუტი და გაეცნენ მასზე არსებულ ღირსშესანიშნაობებს, ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს. „ეს არის სრულებით ახალი, ალპური ტურისტული მარშრუტი, რომელიც აკავშირებს შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებს ერთმანეთთან. მარშრუტი ქმნის მთიან აჭარაში ხანგრძლივი მოგზაურობის საინტერესო და მრავალფეროვან მიმართულებას. ჩვენი მიზანია ბევრმა ადამიანმა იმოგზაუროს ამ მარშრუტზე, რაც ხელს შეუწყობს მთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალის განვითარებას. მეტი ტურისტი მთაში ნიშნავს უფრო მეტ დასაქმებულ ადგილობრივს და მეტ შემოსავალს ეკონომიკაში. ეს არის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მთავარი პრიორიტეტი, რაც მთიანი აჭარის განვითარების მიმართულებით ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად მიმდინარეობს და ძალიან პერსპექტიულად ვითარდება. ეს არის თანმიმდევრული გრძელვადიანი პოლიტიკის ნაწილი რომელსაც უკვე აქვს შედეგი და ეს შედეგი ციფრებში 98%-ით გაზრდილ ვიზიტებს გულისხმობს აჭარის მაღალთიანეთში“,- განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა. (NS)
უკრაინელების მოკლული გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი, საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს ომობდა
იემენელი ჰუსიტები მუსლიმებისთვის წმინდა ქალაქს მექას დაესხნენ თავს
SOLO-ს განსაკუთრებული შეთავაზება ისთ ფოინთის დაბადების დღეს SOLO VISA ბარათის მფლობელებს
ახალი შეთავაზება TBC-ის პლატფორმაზე - დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)