|
2015-01-20 17:03:05, 1570 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს კამპანიის - „არა ძალადობას“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს სიგელები გადაეცათ
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის - „არა ძალადობას“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ სიგელები გადასცა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ. კონკურსზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სამაუწყებლო მედიის ფარგლებში სამმა ჯგუფმა სამი ვიდეორგოლი წარმოადგინა. თსუ-დან წარდგენილი ვიდეორგოლებიდან ორმა გაიმარჯვა. კონკურსში ოჯახში ძალადობის პრევენციასთან დაკავშირებით ასამდე მედიაპროდუქტი: საგაზეთო პუბლიკაციები, ტელე და რადიოსიუჟეტები იყო წარმოდგენილი. სიგელების გადაცემის ღონისძიებაზე გამარჯვებული კლიპების ჩვენება გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)