09:09 - 18 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-17 12:36:34, 1196 ნახვა

ეკონომიკა
მამუკა ბახტაძემ საჯარო შესყიდვების სისტემის ტრანსფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე საჯარო შესყიდვების სისტემის ტრანსფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საჯარო შესყიდვების ინოვაციური გზით,   ცენტრალიზებული შესყიდვების გამოყენებით განხორციელება იძლევა საშუალებას, უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფო სახსრების კიდევ უფრო ეფექტურად ხარჯვა და  საჯარო შესყიდვების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების შემცირება.

„ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან ერთად ყოველწლიურად იზრდება სახელმწიფო შესყიდვებისათვის გამოყოფილი თანხების ოდენობა, რაც დღის წესრიგში აყენებს და სტრატეგიულად მნიშვნელოვანს ხდის სახელმწიფო შესყიდვების  სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებას. სწორედ ამიტომ, საჭიროდ მიგვაჩნია საჯარო შესყიდვების სისტემის კარდინალური ტრანსფორმირება და საჯარო შესყიდვების განხორციელება ახლებურად, ინოვაციური გზით, ცენტრალიზებული შესყიდვების გამოყენებით. ასეთი მიდგომა იძლევა საშუალებას უზრუნველვყოთ სახელმწიფო სახსრების კიდევ უფრო ეფექტურად ხარჯვა და შევამციროთ საჯარო შესყიდვების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯები, ამავე დროს შევამციროთ სახელმწიფო სახსრების არარაციონალური ხარჯვების რისკი; მოვახდინოთ   სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციაში გაფანტული სახელმწიფო შესყიდვების ერთ ცენტრალიზებულ ორგანოში  კონცენტრირება და შესაბამისი სტრუქტურების ოპტიმიზაცია, რაც საშუალებას მოგვცემს განვახორციელოთ სახელმწიფო შესყიდვების უკეთესი კოორდინაცია; შევამციროთ ამავე დროს შესაძლო კორუფციული რისკები  და  უზრუნველვყოთ ამ რისკების პრევენცია“, -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძის თქმით, აღნიშნული სისტემის სრულფასოვანი დანერგვის შემდეგ მოლოდინია, რომ დაახლოებით 100 მილიონი ლარის ეკონომიის მიღება გახდება შესაძლებელი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics