13:08 - 14 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-20 16:53:40, 3096 ნახვა

სამართალი
წულუკიანი: იური ვაზაგაშვილის შვილის საქმეზე, შედეგი შესაძლოა, მალე დაიდოს

„ჩემი ინფორმაციით,  იური ვაზაგაშვილის შვილის გამოძიების საქმე კარგ გზაზე დგას და შესაძლოა, მალე შედეგიც დაიდოს“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების საქმეზე გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო. მინისტრის შეფასებით, საგამოძიებო უწყებამ ორივე საქმეზე შედეგი უსწრაფესად უნდა დადოს.

„როგორც ჩემთვის ცნობილია, თუმცა პროკურატურა ამაზე თავად ისაუბრებს, იური ვაზაგაშვილის შვილის გამოძიების საქმე საკმაოდ კარგ გზაზე დგას და შეიძლება, მალე შედეგიც დაიდოს და ეს შედეგი დაიდება. თავად ბატონი იურის ტრაგიკულად გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ  109-ე მუხლით დაიწყო გამოძიება და პროკურატურამ ორივე საქმეზე  შედეგი  უსწრაფესად უნდა დადოს, რათა კანონმა იზეიმოს და კანონი კანონობდეს ამ ქვეყანაში",-განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოჭში დრონის თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, უკრაინამ S-400 სარაკეტო სისტემას შეუტია.
კახეთში 6 ათას ტონამდე ყურძენი უკვე გადამუშავებულია - ღვინის ეროვნული სააგენტო
8 თვეში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.3%-ით გაიზარდა - საქსტატი
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics