08:12 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-14 17:19:32, 962 ნახვა

პოლიტიკა
რომან გოცირიძე: პრეზიდენტის მიერ წარმდეგინილი კანდიდატურა არათუ იქნება „ჩაგდებული“

„პრეზიდენტის მიერ წარმდეგინილი კანდიდატურა არათუ იქნება „ჩაგდებული“, არამედ საერთოდ არ შეიკრიბება პარლამენტი“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
დეპუტატი გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, უმრავლესობა პრეზიდენტს უნდობლობას უცხადებს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევისთვის გასამართ კონსულტაციებში მონაწილეობაზე უარს ამბობს.
„პრეზიდენტის მიერ წარმდეგინილი კანდიდატურა არათუ იქნება „ჩაგდებული“, არამედ საერთოდ არ შეიკრიბება პარლამენტი, გამოიყენებენ საბაბად იმას, რომ საპრეზიდენტო არჩევნებია და შემდეგ დაელოდებიან ახალი კონსტიტუციის ამოქმედებას. იუსტიციის საბჭო კი, დანიშნავს მორიგ „მორჩილ მარიონეტს“. ეს არის ამ განცხადების მთელი შინაარსი. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტთან შეხვედრებს აქვს პოლიტიკური, მორალური და მათ შორის, საერთაშორისო დატვირთვა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics