|
2018-08-07 15:56:33, 582 ნახვა
რეგიონი
ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, რომელმაც ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მოიპოვა
ACES Europe - ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების სპორტის ფედერაციამ ბათუმს 2019 წლის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიანიჭა. ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოდან, რომელმაც აღნიშნულ ორგანიზაციაში განაცხადი გააკეთა. სპეციალური კომისია ინსპექტირების მიზნით საქართველოს ივლისის თვეში ეწვია. ACES Europe-ის კომისიამ, რომელმაც ფედერაციის პრეზიდენტი ჯან ფრანჩესკო ლუპატელი ხელძღვანელობდა, ბათუმში ვიზიტის დროს სპორტული ობიექტები დაათვალიერეს და ადგილზე შეაფასეს არსებული მდგომარება. ACES Europe-ის მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, ბათუმი კარგი მაგალითია სპორტის, განათლებისა და ჯანმრთელობის კუთხით, რაც ACES Europe-ის მთავარ მიზანს წარმოადგენს; სამაგალითოა სპორტული პოლიტიკა და ინფრასტრუქტურა, პროგრამები და აქტივობები. სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით მიენიჭა ბათუმს ევროპის სპორტის ქალაქის წოდება. ეს ფაქტი თავის მხრივ ადასტურებს იმას, რომ ევროპაში საქართველო ერთ-ერთ სპორტულ ქვეყნად ითვლება. გარდა ამისა, მიღებული სტატუსი ქვეყანაში ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და სპორტის პოპულარიზაციას. სპორტის განვითარება კი საქართველოში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადდა. შეგახსენებთ, წელს ბათუმში გაიმართება 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა, რომელშიც 189 ქვეყნის 4 000-მდე სპორტსმენი და დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. წელსვე ბათუმი არაერთ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას მასპინძლობს. არსებულ სპორტულ ინფრასტრუქტურას კი მალე შეემატება მულტიფუნქციური ორდარბაზიანი სპორტის სასახლე, ყინულის დარბაზი და 20 ათას მაყურებლეზე გათვლილი UEFA-ს სტანდარტების საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონი. ACES Europe ევროპულ ქალაქებს ყოველწლიურად ანიჭებს ,,ევროპის სპორტის დედაქალაქის", ,,ევროპის სპორტის ქალაქის", ,,ევროპის სპორტის თემისა" და ,,ევროპის სპორტის მცირე ზომის ქალაქის" სტატუსს. ევროპის სპორტის ქალაქის ტიტულსა და დროშას ბათუმი 2018 წლის 4 დეკემბერს, დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე მიიღებს, რომელიც ბრიუსელში, ევროპის პარლამენტში გაიმართება. ცერემონიას ევროპის პარლამენტის წევრები, მინისტრები, ევროპული დედაქალაქებისა და ქალაქების მერები დაესწრებიან. დაჯილდოების ცერემონიაზე მალაგის, ლისაბონისა და ჰააგის დელეგაციებიც დაესწრებიან, რომლებიც საკუთარი სპორტული პროექტების შესახებ ისაუბრებენ 2020–22 წლებისთვის. რაც შეეხება ევროპის სპორტის დედაქალაქს, ამ სტატუსს 2019 წელს ბუდაპეშტი ატარებს. 2019 წლიდან კი, სტატუსის ფარგლებში ბათუმში ინტენსიურად უნდა გაიმართოს მასობრივი სპორტული და კულტურული ღონისძიებები, რისი მდიდარი გამოცდილებაც საქართველოს ზღვისპირა ქალაქს უკვე აქვს.
(NS)
უკრაინელების მოკლული გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი, საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს ომობდა
იემენელი ჰუსიტები მუსლიმებისთვის წმინდა ქალაქს მექას დაესხნენ თავს
SOLO-ს განსაკუთრებული შეთავაზება ისთ ფოინთის დაბადების დღეს SOLO VISA ბარათის მფლობელებს
ახალი შეთავაზება TBC-ის პლატფორმაზე - დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)