|
2018-08-03 16:49:28, 758 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: მწვანე ტბა პოპულარულ ტურისტულ ადგილად უნდა იქცეს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მაღალმთიანი აჭარის ტურისტულად ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი - მწვანე ტბა და მიმდებარედ არსებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ამ ეტაპზე გოდერძის უღელტეხილი-მწვანე ტბის მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ორი ლითონის ხიდის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება, შენდება ბეტონის საყრდენი კედელები. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს მწვანე ტბის რეკრეაციული ტერიტორიის კეთილმოწყობისა და განვითარების გეგმაზე, რომლის მიხედვითაც დაგეგმილია საპიკნიკე ადგილებისა და ღია ამფითეატრის, ასევე სპორტული მოედნისა და სამაშველო სამსახურის ცენტრის მოწყობა. მწვანე ტბის ტერიტორია უზრუნველყოფილი იქნება წყალმომარაგებით. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, „მწვანე ტბა ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ბუნებრივი ტბაა საქართველოში და იგი აუცილებლად უნდა იქცეს პოპულარულ ტურისტულ მარშრუტად. „მწვანე ტბის სარეკრეაციო ტერიტორიის განვითარების მიზნით დაწყებულია მუშაობა. დღეს ჩვენ დავათვალიერეთ ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები, რომელიც უზრუნველყოფს მწვანე ტბით დაინტერესებული ვიზიტორების უფრო კომფორტულ გადაადგილებას. სახელმწიფო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს მწვანე ტბის განვითარების მიმართულებით ღონისძიებების შესრულებას" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
(NS)
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)