11:42 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-03 20:12:40, 371 ნახვა

საზოგადოება
ჩაქვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ახალი შენობა გადაეცა

ჩაქვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ ცენტრს ახალი ადმინისტრაციული შენობა გადაეცა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი თეიმურაზ ხარაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე დაესწრნენ.

„ჩაქვში სასწრაფო დახმარების 2 ეკიპაჟია მობილიზებული. წლების განმავლობაში, ჩაქვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული ცენტრის 24 თანამშრომელი ერთ ოთახში იყო განთავსებული. ახალი, კეთილმოწყობილი 60 კვ. მეტრ ფართობის შენობა, რომელიც მთლიანად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჩაქვის რაიონული ცენტრს გადაეცა, ხუთი ოთახისგან შედგება. აქვეა გამოყოფილი მოსასვენებელი ოთახები ექიმის, ექთნისა და მძღოლისთვის. ჩაქვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ ცენტრს ახალი ინვენტარიც გადაეცა, რომლითაც მთლიანად აღიჭურვა ახალი ადმინისტრაციული შენობა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის წინაშე მდგარ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას რაიონული ცენტრების შენობები წარმოადგენს, სადაც არ არის შესაბამისი პირობები მომსახურე პერსონალის განთავსებისა და დასვენებისთვის. სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული ცენტრებისთვის ახალი შენობების გადაცემა მთელი ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად მიმდინარეობს. სსდ ცენტრებს ახალი ადმინისტრაციული შენობები უკვე გადაეცა დმანისში, ქუთაისში, თიანეთსა და ყვარელში“, - ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
ჟურნალისტებისთვის საქართველო არ წარმოადგენს უსაფრთხო ადგილს პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის - საია
Politico: ტრამპი კუბის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებს განიხილავს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics