08:49 - 18 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-27 15:14:23, 1944 ნახვა

ეკონომიკა
მსოფლიო ბანკის ლოგისტიკის ინდექსში საქართველოს პოზიცია 11 ადგილით გაუმჯობესდა

მსოფლიო ბანკის 2018 წლის ლოგისტიკის ინდექსის  მიხედვით, საქართველო მსოფლიო რეიტინგში 160 ქვეყანას შორის 2.44 ქულით 119-ე ადგილს იკავებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით ქვეყანამ პოზიცია 11 ადგილით გაიუმჯობესა. გაუმჯობესება შეინიშნება თითქმის ყველა კომპონენტში:  საბაჟო (2.42 ქულა), ინფრასტრუქტურა  (2.38 ქულა),  საერთაშორისო გადაზიდვები (2.38 ქულა), ლოგისტიკური შესაძლებლობები  (2.26 ქულა), დრო (2.95 ქულა). 

მსოფლიო ბანკის ლოგისტიკის  ინდექსი ორ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება. აღნიშნული კვლევა ეფუძნება ლოგისტიკის სფეროში მოღვაწე კომპანიების მიერ  შევსებულ კითხვარებს. შეფასება 5 ბალიან შკალაზე (1 ქულა არის ძალიან ცუდი, ხოლო 5 ქულა - ძალიან კარგი) ექვსი ძირითადი ინდიკატორის მიხედვით ხდება:

საბაჟო პროცედურებისა და საზღვრის მართვის ეფექტურობა;

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ხარისხი;

კონკურენტუნარიანი საერთაშორისო გადაზიდვების წარმოების შესაძლებლობა;

ლოგისტიკური მომსახურებების შესაძლებლობები და ხარისხი;

ტვირთის თრექინგის შესაძლებლობა;

ტვირთის განრიგის მიხედვით დანიშნულების ადგილამდე დროულად მიწოდება;

2018 წლის ლოგისტიკის ინდექსი ემყარება მსოფლიო ბანკის მიერ 2017 წლის სექტემბერი - 2018 წლის თებერვლის პერიოდში მოპოვებულ მონაცემებს, კერძოდ საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანიებიდან მთლიანობაში 108 ქვეყანაში 869 რესპოდენტი გამოიკითხა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics