|
2018-07-26 15:57:59, 868 ნახვა
სამართალი
მუხთარლი - ჩემს გატაცებასთან კავშირშია საქართველოს მთავრობა, კრიმინალური პოლიცია, სასაზღვრო სამსახურის და ლაგოდეხის საბაჟოს უფროსი
ჩემს გატაცებასთან პირდაპირ კავშირშია საქართველოს მთავრობა, კრიმინალური პოლიცია, სასაზღვრო სამსახურის და ლაგოდეხის საბაჟო გამტარი პუნქტის უფროსი, - ამის შესახებ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მიერ დაწერილ ჩვენებაშია აღნიშნული, რომელიც დღეს დაცვის მხარემ მთავარ პროკურატურას გადასცა. ჩვენებაში მუხთარლი დეტალურად აღწერს, თუ რა ვითარებაში მოხდა მისი გატაცება. „უკნიდან მოსული ორი პირი თავს დამესხა. მძღოლიც მათ ეხმარებოდა და მცემდნენ. მათ ეცვათ კრიმინალური პოლიციის სპეციალური ფორმა. ძალით დამსვეს მანქანაში, რის შემდეგაც ავტომანქანა ქვემოთ ჩავიდა და მარცხნივ შებრუნდა. საბავშვო მოედანთან გააჩერეს და მანქანაში მცემდნენ. აეროპორტისკენ მისვლისას თავზე ტომარა ჩამომაცვეს. ტომარის ნახვრეტიდან გზას ვხედავდი. მანქანა საგარეჯოს მიმართულებით მოძრაობდა. მინდა ავღნიშნო, რომ ლაგოდეხში მოგზაურობისას იგივე გზა რამდენჯერმე გავიარე. ის პირები, რომლებმაც საქართველოში გამიტაცეს ქართველები იყვნენ. ტელეფონით ქართულად საუბრობდნენ. ჩემს გატაცებასთან პირდაპირ კავშირშია საქართველოს მთავრობა, კრიმინალური პოლიცია სასაზღვრო სამსახურის და ლაგოდეხის საბაჟო გამტარი პუნქტის უფროსი. რადგან ჩემი გატაცების შემდეგ, ლაგოდეხის სასაზღვრო პუნქტის გავლის შემდეგ ნეიტრალურ ტერიტორიაზე ჩამაბარეს აზერბაიჯანის მხარეს”, - წერს მუხთარლი. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისიდან გასული წლის 29 მაისს გაიტაცეს. მოგვიანებით ის აზერბაიჯანის საზღვარზე "დააკავეს". მას ბრალი 3 მუხლით წარუდგინეს: საზღვრის უკანონო გადაკვეთა, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და კონტრაბანდა. ამასთან, გამოძიების ცნობით, მას ჯიბეში არადეკლარირებული 10 ათასი ევრო აღმოუჩინეს. აფგან მუხთარლის 12 იანვარს სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მუხთარლის საქმეზე საქართველოს შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)