|
2018-07-25 13:02:30, 1216 ნახვა
ეკონომიკა
58 448 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება
„საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. ორგანიზაციის ცნობით, მიმდინარე წლის 1 ივლისის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 58448 სესხია გაცემული, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 7 პროცენტამდე შეუმცირდათ. „1 ივნისიდან 1 ივლისამდე გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 2887-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 2389 მილიონიდან 2677 მილიონ ლარამდე. 58448 ხელშეკრულებიდან 18877 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 321 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 ივლისის მდგომარეობთ 16.3% შეადგინა. რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 ივლისის მონაცემებით 21224 სესხია მიბმული, საშუალოდ 12.06%-ში. მთლიანი პორტფელი კი 841.1 მილიონი ლარია. 14,918 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 1303,92 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 488,2 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 14.9%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 ივლისის მონაცემებით 815,7 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 11.4%-ში. ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 ივლისის მონაცემებით 802 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 13,825 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 18.1%-ში გაასესხეს. ასევე გაცემულია 2412 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 50,8 მილიონი ლარია. ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები 1 ივლისის მდგომარეობით ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 25.62%-ია. მათ შორის ყველაზე მეტია ბიზნესსესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების პორტფელი გაზრდილია 1282,30 მილიონი ლარით, ხოლო საპროცენტო განაკვეთები საშუალოდ 12.5%-დან 12.7%-მდე გაიზარდა. „საზოგადოება და ბანკების" აზრით, რეფინანსირების განაკვეთის შემცირება ინფლაციის დაბალმა მაჩვენებელმა და გაცვლითი კურსის სტაბილურობამ განაპირობა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება დადებითად აისახება საპროცენტო განაკვეთებზე და გაზრდის ლარის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას, რაც მნიშვნელოვანია ბოლო დროს განხორციელებული რეგულაციების პირობებში. ვფიქრობთ რომ, დაბალი ინფლაციის და სტაბილური გაცვლითი კურსის პირობებში, მომავალ პერიოდში რეფინანსირების განაკვეთის მკვეთრ ცვლილებას არ უნდა ველოდოთ“, - ნათქვამია „საზოგადოება და ბანკების“ განცხადებაში.
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)