|
2018-07-25 01:21:03, 851 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს ცოტა ველურად ჟღერს ევროპაში
პარლამენტში ჩვენ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს ცოტა ველურად ჟღერს ევროპაში, ევროპას მოსწონს მრავალპარტიულობა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პირველი არხის ეთერში საპრეზიდენტოს კანდიდატზე საუბრისას განაცხადა. „დღეს გამგებლიდან დაწყებული, პრემიერამდე მთელი ხელისუფლება ეკუთვნის „ქართულ ოცნებას“. პარლამენტში ჩვენ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ესეც ცოტა ველურად ჟღერს ევროპაში. ევროპას მოსწონს მრავალპარტიულობა. სამწუხაროდ, როგორც ეკონომიკაა ღარიბი, ისე ღარიბია ჩვენი პოლიტიკური ისტებლიშმენტი. ნურავის ექნება ილუზია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მართოს და ასე უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი. რა თქმა უნდა, ისევე როგორც ეკონომიკას, ამ პროცესსაც სჭირდება განვითარება და ხელშეწყობა. ამ ფონზე ქვეყნისთვის უფრო საინტერესო იქნებოდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი კანდიდატი არ დაასახელოს. „ქართულ ოცნებას“ რეალურად არა ყავს, სამწუხაროდ, თუ გნებავთ. „ქართულ ოცნებას“ მე ძალიან დიდი პატივს ვცემ, დიდი წვლილი მაქვს, მაგრამ „ქართული ოცნება“ არ არის ჩემთვის ძირითადი, ჩემთვის ძირითადი არის ქვეყანა და სახელმწიფო. სახელმწიფო განვითარებისთვის უფრო საინტერესო იქნებოდა, რომ იყვნენ კიდევ ბევრი ძლიერი პარტიები და საზოგადოებას ასარჩევი ჰქონდეს. სამწუხაროდ, დღეს ასეთი რეალობაა, როგორიც არის და ამ რეალობას სწორედ ეს მოუხდებოდა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. გადაცემის წამყვანის კითხვაზე, შეიძლება თუ არა საპრეზიდენტო კანდიდატზე მისი ეს ვერსია ჩაითვალოს საბოლოო გადაწყვეტილებად, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ეს ასე არ არის. „ოპონენტებიც ამას აიტაცებენ, რადგან ივანიშვილის პოზიციაა, სხვა დანარჩენები მონები არიან და მას დაექვემდებარებიან. მე მართვის სტილი ასეთ მაქვს. ბიზნესშიც როდესაც ვიყავი, დისკუსიაში და პოლემიკებში ვიღებდი გადაწყვეტილებას, ასე მოვიტანე აქაც. არ არის ასეთი დამოკიდებულება, რომ რადგან მე ვთქვი, ასე იქნება. სპეციალურად ხაზს ვუსვამ, რომ ეს დამოკიდებულება არ არის გუნდში. მე ძალიან მიყვარს მსჯელობა. თუ ჩემზე კარგს ვინმე ამბობს, არათუ ვეთანხმები, თანაც ვაქებ მას. სხვანაირად თუ მენეჯმენტი ვინმემ იცის, მენეჯერობაზე ვინმეს პრეტენზია აქვს ეფექტურად ვერ მართავ. მე ასეთი მართვის სტილი მაქვს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
NYT: აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ლუკოილის აქტივების მრავალმილიარდიანი გარიგების საგანია
საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციები ქუჩის არეულობაში გადაიზარდა, ერთ კვირაში 5000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
გორდულაძე პატიმრის განცხადებაზე გაუპატიურების შესახებ - ეს გავს მიზანმიმართულ კამპანიას პენიტენციური სისტემის რეპუტაციის, ქართული ოცნების და სახელმწიფო სისტემის დასაზიანებლად
ელენე ხოშტარია - სისტემა კლავს, სისტემა რყვნის, სისტემა უნდა დაემხოს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)