|
2018-07-24 15:33:39, 781 ნახვა
სამხედრო
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ასამდე სამხედრო მოსამსახურე შეემატა
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ასამდე სამხედრო მოსამსახურე შეემატა. ფიცის დადების საზეიმო ღონისძიება დღეს გორის ციხეზე გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს ფიცის დადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ მიულოცა და მათ ქვეყნის წინაშე ღირსეული სამსახური უსურვა. მინისტრმა სამი სამხედრო მოსამსახურე გიორგი ქურთიაშვილი, მიხეილ კაცოვენკო და რომან მიქაძე პირველ ქვეით ბრიგადის საშტაბო ასეულში სანიმუშო სამსახურისთვის ქართული ხმლებით დააჯილდოვა, სადაც მისი ავტოგრაფია გამოსახული. გიორგი ქურთიაშვილმა უმაღლესი განათლება პრაღაში მიიღო, თუმცა მან სამშობლოში დაბრუნება და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახური გადაწყვიტა. გიორგი ქურთიაშვილი პროფესიით ფსიქოლოგიისა და სოციალური მეცნიერებების სპეციალისტია და ის ოთხ უცხო ენას ფლობს. თავდაცვის მინისტრტმა სიტყვით მიმართვისას ყურადღება გაამახვილა წვევამდელთა სისტემის პირობების გაუმჯობესებაზე, მოტივაციის ამაღლებაზე, ჯარში მიღებულ განათლების ხარისხზე და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების ინტეგრაციაზე პროფესიულ ჯართან. წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლები, შიდა ქართლის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და შიდა ქართლის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ღონისძიებას სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ. ფიცის დადებამდე წვევამდელებმა საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) 10 კვირიანი კურსი გაიარეს, რომელიც საბრძოლო მომზადების დონით იდენტურია იმ მომზადებისა რასაც საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეები გადიან. დღეიდან ისინი პირველ ქვეით ბრიგადაში 9 თვის განმავლობაში იმსახურებენ, სადაც სავალდებულო სრულყოფილ სამხედრო მომზადებას გაივლიან და სხვადასხვა სწავლებაში მიიღებენ მონაწილეობას. ჯარისკაცები გაუმჯობესებული სოციალური პაკეტით ისარგებლებენ და უქმე დღეებში დასვენების შესაძლებლობა ექნებათ.
(NS)
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)