16:23 - 01 Nov, 2026
|
2018-07-19 15:03:39, 774 ნახვა
რეგიონი
თეთნულდზე დაკარგული ტურისტების ადგილსამყოფელი ცნობილია - მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია [ვიდეო]
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თეთნულდზე დაკარგული ორი ტურისტის ადგილსამყოფელი ცნობილია, თუმცა მათთან მისვლა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ამ დრომდე ვერ ხერხდება. „თეთნულდში სამთო-სამაშველოს მაშველებმა ორი უკრაინელი ტურისტის ადგილმდებარეობა უკვე დაადგინეს. სამაშველო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენი და სამთო-სამაშველო ჯგუფი. ტურისტთა 8-კაციანი ჯგუფი, თეთნულდზე, ზღვის დონიდან 4200-მეტრზე იმყოფებოდა, როდესაც 2 ტურისტი ჯგუფს ჩამორჩა და დაიკარგა. ცუდი მეტეოროლოგიური პირობების და რთულად მისადგომი რელიეფის გამო, ჯერჯერობით, ადგილზე მისვლა ვერ ხერხდება“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)