|
2018-07-19 13:31:25, 632 ნახვა
პოლიტიკა
ღია მმართველობის პარტნიორობის" სამიტის სტუმარ დელეგაციებთან იუსტიციის მინისტრის შეხვედრები გრძელდება
იუსტიციის მინისტრი „ღია მმართველობის პარტნიორობის" გლობალური სამიტის სტუმრებთან ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლობითი დელეგაციები თბილისში 16 ივლისიდან იმყოფებიან, რათა „ღია მმართველობის პარტნიორობის" უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაში მიიღონ მონაწილეობა. სტუმრებს იუსტიციის სამინისტრო მასპინძლობს როგორც ღია მმართველობის პროცესის წარმმართველი უწყება. „OGP"-ის ფორმატში გამართულ ღონისძიებებში ჩვენს ქვეყანას იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს, მმართველ კომიტეტში კი, საქართველოს წარმომადგენელი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანია. ინდონეზიის, კანადის, სომხეთის, არგენტინისა და ანტიგუა და ბარბუდას დელეგაციების შემდეგ თეა წულუკიანი რუმინელ სტუმრებს შეხვდა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა მათ „ღია მმართველობის პარტნიორობის" სამიტში მონაწილეობისთვის და ისაუბრა იმ საქმიანობაზე, რომელსაც საქართველო ახორციელებს „OGP"-ის ფორმატში. იუსტიციის მინისტრმა სტუმრებს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მიმდინარე რეფორმების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი შეეხო მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას, მათ შორის, კომერციული პალატების შექმნას ბიზნესდავებისათვის; მედიაციის ინსტიტუტისა და საარბიტრაჟო სისტემის განვითარებას; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსს; ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას; საკანონმდებლო ცვლილებებს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების დასაცავად; ადამიანის უფლებების დაცვისათვის გატარებულ რეფორმებს; სერვისების მიწოდების ქართულ ინოვაციურ მოდელს, რომელიც იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით ხორციელდება და სხვა. „ღია მმართველობის პარტნიორობის" მსოფლიო სამიტი თბილისში 18 ივლისიდან მიმდინარეობს. უკვე მეორე დღეა, 70-ზე მეტი ქვეყნის სახელმწიფო მეთაურები, მთავრობები, მინისტრები, საჯარო მოხელეები, პარლამენტის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლება, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, საერთაშორისო ფონდები, მკვლევრები, აკადემიური წრეები და ჟურნალისტები „ღია მმართველობის პარტნიორობის" მიღწევებსა და გამოწვევებზე მსჯელობდნენ. მსოფლიო სამიტი თბილისში დღეს დასრულდება.
(NS)
საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციები ქუჩის არეულობაში გადაიზარდა, ერთ კვირაში 5000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
გორდულაძე პატიმრის განცხადებაზე გაუპატიურების შესახებ - ეს გავს მიზანმიმართულ კამპანიას პენიტენციური სისტემის რეპუტაციის, ქართული ოცნების და სახელმწიფო სისტემის დასაზიანებლად
ელენე ხოშტარია - სისტემა კლავს, სისტემა რყვნის, სისტემა უნდა დაემხოს
პუტინისტმა ფიფიამ პროპაგანდისტულ СОЛОВЬЁВ LIVE -ს ეთერში რუსეთ-საქართველოს დალაგებად ურთიერთობაზე და "გეორგიევსკის" ქვედანაყოფზე ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)