|
2018-07-18 17:29:25, 792 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სომეხ კოლეგას შეხვდა
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი „ღია მმართველობის პარტნიორობის" გლობალური სამიტის სტუმრებთან ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. ორმხრივი შეხვედრების ფორმატში თეა წულუკიანი სომეხ კოლეგა არტაკ ზეინალიანს შეხვდა. საუბრის თემა შეეხო საქართველო-სომხეთს შორის თანამშრომლობის ფორმატს, მათ შორის, სამართლებრივ ფორუმს, რომელსაც საქართველომ გასულ წელს უმასპინძლა. ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებმა ისაუბრეს პენიტენციურ სისტემაში საქართველო-სომხეთის თანამშრომლობაზე. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველო და სომხეთი წარმატებით ურთიერთობენ სამართლებრივ სფეროში და პრეზიდენტების, პრემიერ-მინისტრების, პარლამენტის თავმჯდომარეებისა და მინისტრების დონეზე უმაღლესი დონის შეხვედრებს მართავდნენ. საქართველო-სომხეთის თანამშრომლობას ხელს უწყობს მეზობელ ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმი და ის სამართლებრივი ჩარჩოც, რომელიც მოიცავს 80-მდე საერთაშორისო შეთანხმებას. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თავის კოლეგასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისთვის განსაკუთრებით საინტერესოა სამართლებრივ სფეროში არსებული და მომავალი თანამშრომლობა. 2013 წელს თეა წულუკიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ერევანში, სადაც შეხვდა კოლეგა ოვანეს მანუკიანს. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას უნდა მოჰყვეს კონკრეტული შედეგები. 2015 წელს საქართველო-სომხეთს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს, სადაც აღინიშნა თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები. კერძოდ, მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობა მოიცავს ნოტარიულ სფეროს, იურიდიული პირების სახელმწიფო რეგისტრაციას, სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებას და სხვა. აღნიშნული მემორანდუმის პრაქტიკული იმპლემენტაციის პირველი ნაბიჯი იყო სწორედ 2015 წელს ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმი, რომელიც ერევანში გაიმართა, ხოლო შემდეგ ფორუმს თბილისმა უმასპინძლა 2017 წელს. ეს ფორუმი უკვე ტრადიციული გახდა და თანამშრომლობის წარმატებული მაგალითია ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა: სასამართლო რეფორმა, პრობაციის და პენიტენციურ სფეროში გასატარებელი რეფორმები, სადაც საქართველოს აქვს წარმატებული რეფორმები და კარგი გამოცდილება. სომხური მხარისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ კუთხით ჩვენი ქვეყნის გამოცდილების გაზიარება. საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობა და ერთმანეთისთვის მხარში დგომა თვალსაჩინოა ისეთ სფეროებში, როგორიცაა სამართლებრივი დახმარება სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებში. ამ თანამშრომლობას არეგულირებს როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი საერთაშორისო ინსტრუმენტები და შეთანხმებები. საქართველოსა და სომხეთს აქვთ თანაბარი უფლება, მიმართონ ერთმანეთს სამართლებრივ სფეროში ნებისმიერი სახის შუამდგომლობით, ითანამშრომლონ ექსტრადიციისა და მსჯავრდებულების გაცვლის საკითხებზეც. თეა წულუკიანმა არტაკ ზეინალიანს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ბოლო დროის სამთავრობო ცვლილებების შესახებ, რომელთა შედეგადაც პენიტენციური სისტემა იუსტიციის სამინისტროს განუყოფელი ნაწილი გახდა. ქართველმა კოლეგამ სტუმარს განუცხადა, რომ საქართველოს სამართლებრივ სფეროში რეფორმირების კარგი გამოცდილება აქვს. თეა წულუკიანის თქმით, ჩვენს ქვეყანაში ამ მხრივ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები არის წარმატებული მაგალითი დემოკრატიული საზოგადოებისთვის, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვასა და სამართლიანობას უნდა ეფუძნებოდეს. მინისტრმა სომეხ კოლეგას „OGP"-ის გლობალურ ფორუმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
(NS)
გორდულაძე პატიმრის განცხადებაზე გაუპატიურების შესახებ - ეს გავს მიზანმიმართულ კამპანიას პენიტენციური სისტემის რეპუტაციის, ქართული ოცნების და სახელმწიფო სისტემის დასაზიანებლად
ელენე ხოშტარია - სისტემა კლავს, სისტემა რყვნის, სისტემა უნდა დაემხოს
პუტინისტმა ფიფიამ პროპაგანდისტულ СОЛОВЬЁВ LIVE -ს ეთერში რუსეთ-საქართველოს დალაგებად ურთიერთობაზე და "გეორგიევსკის" ქვედანაყოფზე ისაუბრა
მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები აქციას მართავენ, ადგილზე ხმაურიც იყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)