|
2018-07-17 12:12:07, 800 ნახვა
ეკონომიკა
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაციას შორის შეთანხმება გაფორმდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაციას COTEC-ს შორის სამოქმედო შეთანხმება გაფორმდა. სააგენტოს ინფორმაციით, შეთანხმება მოიცავს გამოცდილების გაზიარებას ინოვაციების, ტექნიკურ-სამეცნიერო მიმართულებით და ერთობლივი ინიაციატივებისა და პროექტების განხორციელებას. თანამშრომლობის მიზანია ტექნოლოგიური განვითარების მხარდაჭერა და წახალისება იტალიასა და საქართველოს შორის. სამოქმედო შეთანხმების გაფორმება იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის სერჯო მატარელას საქართველოში ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა. იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ როგორც საქართველოსთვის, ასევე იტალიისთვის ,,მნიშვნელოვანია ახალგაზრდებს შორის ურთიერთობის მხარდაჭერა, გაცვლითი თუ ერთობლივი კვლევითი პროგრამების ხელშეწყობა და აქტიური თანამშრომლობა ინოვაციებისა და უახლესი ტექნოლოგიების, ხელოვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროებში.“ ,,იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაციასთან გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებს კონკრეტულ შედეგებს ქართული სტარტაპების ევროპის ბაზარზე გასასვლელად, ქართული და იტალიური სტარტაპების დაახლოებას ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად.“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კასრაძემ. სამოქმედო შეთანხმების ფარგლებში ქართველი სტარტაპერებისთვის დაწესდა ინოვაციური ჯილდო ,,საქართველოს საუკეთესო ინოვატორი“. კანდიდატებს შორის საუკეთესო სტარტაპს შეარჩევს სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი კომიტეტი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება საქართველოში იტალიის საელჩოს, COTEC - ისა და GITA - ს წარმომადგენლების მიერ. გამარჯვებული სტარტაპი სამთვიან სტაჟირებას გაივლის იტალიაში Kilometro Rosso - ში. Kilometro Rosso ევროპული, ინოვაციური ცენტრია, რომელიც იტალიაში 2003 წელს დაარსდა და მომხმარებელს სამეწარმეო აქტივობებს, კვლევით ცენტრებს, ლაბორატორიებს, პროფესიულ სერვისებსა და ტრენინგებს სთავაზობს. გამარჯვებული სტარტაპი ცენტრის მკვლევარებისგან სრულ მხარდაჭერასა და დახმარებას მიიღებს იდეის შემდგომი განვითარებისთვის. COTEC - ი დამოუკიდებელი, არაკომერციული კვლევითი ორგანიზაციაა, რომლის მიზანია იტალიის წარმოების სისტემაში ტექნოლოგიური ინოვაციების წახალისება და ხელშეწყობა. განსაკუთრებული აქცენტები კეთდება ისეთ სერვისებსა და ინდუსტრიებზე, რომელიც ხელს უწყობს კვლევებისა და ინოვაციური სისტემების განვითარებას რეგიონალურ, ეროვნულ და საერთშორისო ჭრილში. COTEC -ი აქტიურად თანამშრომლობს ბიზნესასოციაციებთან, კომპანიებთან, კვლევით ინსტიტუტებთან, უნივერსიტეტებთან და ბანკებთან.
(NS)
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





