|
2018-07-17 10:53:21, 8603 ნახვა
კულტურა
მწვანე ქალაქმა ლისზე რეზო გელაშვილის სახელობის ქალაქური სიმღერების ფესტივალს უმასპინძლა
მწვანე ქალაქმა ლისზე რეზო გელაშვილის სახელობის პარკში, თიბისის მხარდაჭერით, ქალაქური სიმღერების ყოველწლიურ ფესტივალს უმასპინძლა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ანსამბლებმა: „შვიდკაცა", „ოთხი გია", „მუხამბაზი", „ჰანგები", „რონი", „ცისფერი ტრიო", „ბალადა", ნუგზარ კვაშალის ტრიო და „ნონაკორდი". საღამოს მომღერლის მეგობრები, საზოგადო მოღვაწეები და ქალაქური სიმღერების მოყვარულები ესწრებოდნენ. რეზო გელაშვილი წლების განმავლობაში ზაზა ვეფხვაძესთან და ზურაბ ცქიტიშვილთან ერთად ტრიო „სიმში" მღეროდა. ახალგაზრდა მეგობრების ერთად შესრულებული პირველი კომპოზიცია ირაკლი აბაშიძის ლექსის მიხედვით, ოთარ რამიშვილის შექმნილი სიმღერა - „წუხელ თოვდა" იყო. 1991 წელს ტრიომ პირველი აუდიოკასეტა, სახელწოდებით „რეტრო" ჩაწერა, რომელიც კინოფილმებიდან ქართველი კომპოზიტორების შექმნილ კომპოზიციებს აერთიანებდა. 28 წლის განმავლობაში კი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ჩაატარა კონცერტი. ტრიო „სიმის" მუსიკალური რეპერტუარიდანაა ისეთი ცნობილი ქალაქური სიმღერები, როგორებიცაა: „ქუთაისო ჩემო", „თუთა", „ღვინის აღმართი", „კესანები" და სხვა. 2011 წელს, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის წინ ტრიო „სიმის" ვარსკვლავი გაიხსნა. რეზო გელაშვილის სახელობის ქალაქური სიმღერების ფესტივალი მესამე წელია ტარდება. თარიღი საგანგებოდ შეირჩა და ის რეზო გელაშვილის დაბადების დღეს ეძღვნება. მომღერალს 13 ივლისს 65 წელი შეუსრულდებოდა.
(R)
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)