|
2015-06-02 15:01:55, 358 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ ხაბაძე: 2016 წლის არჩევნებამდე ჩემს პოზიციაზე დავრჩები
„2016 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე, სანამ მორიგი არჩევნები არ იქნება, ვადასტურებ, რომ ჩემს პოზიციაზე დავრჩები“,-ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ მის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა. როგორც ხაბაძემ აღნიშნა, გავრცელებული ინფორმაცია მორიგი ჭორია და ის აგრძელებს მუშაობას. „წყაროს საიდანაც ეს ინფორმაცია მოდის ბევრი აბსურდული ინფორმაცია გაუჟღერებია. მე არ ვადასტურებ და აბსურდულს ვუწოდებ ამ ფაქტს. მინდა გითხრათ აჭარის თუნდაც საინვესტიციო პოტენციალზე, საინვესტიციო კლიმატზე, რომლის დინამიკა ბოლო წლებში მზარდია. ამით ვერ იქნება უკმაყოფილო ვინც ოდნავ მაინც ერკვევა ფინანსებში და ზოგადად საინვესტიციო გარემოში. ამიტომ ვიტყვი რომ კიდევ ერთი ჭორია, რომელსაც ალბათ მოსახლეობა არ უნდა აყვეს. მე კიდევ ვადასტურებ რომ 2016 წლის არჩევნებამდე, ჩემი ლეგიტიმური დროის ამოწურვამდე დავრჩები ამ პოზიციაზე და გავაგრძელებ მუშაობას. ჩვენ ამის შესაძლებლობაც გვაქვს, რადგან ჩვენი მუშაობა წარმატებულია და ამას მოსახლეობაც ადექვატურად აღიქვამს“,-განაცხადა არჩილ ხაბაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)