|
2018-07-16 10:36:34, 713 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს მხარდაჭერით, პირველი მინისტრის - ნოე რამიშვილის შესახებ წიგნი გამოიცა
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის ,,საქართველოს პირველი პრემიერის - ნოე რამიშვილის მკვლელობა“ პრეზენტაცია გაიმართა. გამოცემა საბჭოთა ხელისუფლების მიერ დაგეგმილი სპეცოპერაციის დეტალებს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცულ, დღემდე გაუხმაურებელ დოკუმენტებს და ემიგრანტულ ლიტერატურაზე დაყრდნობით ავტორის მოძიებულ ცნობებს მოიცავს. საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის პირველი შინაგან საქმეთა მინისტრის - ნოე რამიშვილის შესახებ წიგნი შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებით და მხარდაჭერით გამოიცა. პრეზენტაციას ისტორიკოსები, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და ნოე რამიშვილის შთამომავლები დაესწრნენ. მათ შორის შვილიშვილი მიშელ რამიშვილი, რომელიც საფრანგეთიდან საგანგებოდ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეზე ჩამოვიდა. აღსანიშნავია, რომ ნოე რამიშვილის შთამომავლებმა გასულ წელს, პირველი შინაგან საქმეთა მინისტრის მშობლიურ სოფელ დიდ ვანში მიწის ნაკვეთი შეიძინეს და სახლი ააშენეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით მიმდინარე წლის გაზაფხულზე, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ დიდ ვანში, ნოე რამიშვილის იუბილე პირველად აღინიშნა.
(NS)
ტრამპი საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ: ისლამი ოდესღაც დიდებული ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)