|
2018-07-14 08:48:35, 1109 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას კენჭს დღეს უყრის
საქართველოს პარლამენტი მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა" დღეს, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განიხილავს და კენჭს უყრის. რიგგარეშე პლენარული სხდომის დღის წესრიგი, მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის საკომიტეტო და პოლიტიკური ჯგუფების ფორმატში განხილვის შემდეგ, გუშინ, ბიუროს სხდომაზე დააზუსტეს. „გვაქვს ერთადერთი განსახილველი საკითხი, ეს გახლავთ საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა" განხილვა და საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის რიგგარეშე პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყებს მუშაობას. შეგახსენებთ, მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალი შემადგენლობა 12 ივნისს წარადგინა. შემადგენლობაში სამი ახალი მინისტრია. კერძოდ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიხეილ ბატიაშვილი უხელმძღვანელებს, ფინანსთა სამინისტროს ივანე მაჭავარიანი, ხოლო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გიორგი ქობულია. დანარჩენ უწყებებში ხელმძღვანელის პოსტზე მოქმედი მინისტრები რჩებიან: შინაგან საქმეთა მინისტრი - გიორგი გახარია; თავდაცვის მინისტრი - ლევან იზორია; ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - დავით სერგეენკო; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი; იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი; საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილი; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - ქეთევან ციხელაშვილი.
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)