|
2018-07-13 12:57:22, 732 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორია: საქართველოს თავდაცვა ტოტალური თავდაცვის პრინციპს ეფუძნება
„საქართველოს თავდაცვა ტოტალური თავდაცვის პრინციპს ეფუძნება“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ლევან იზორიამ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ თავდაცვის ეროვნული გეგმის თანახმად, ქვეყნის თავდაცვა ეფუძნება ტოტალური თავდაცვის პრინციპს, რომელიც ყველა ეროვნული რესურსის გამოყენებას გულისხმობს. მან ამ კონტექსტით სამხედრო და სამოქალაქო უწყებათშორისი თანამშრომლობის აუცილებლობის შესახებ ისაუბრა. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება ტოტალური თავდაცვის სამხედრო კოპონენტზე გაამახვილა. მისი განცხადებით, სამხედრო კომპონენტის სამი ძირითადი მიმართულება - პროფესიული ჯარი, წვევამდელთა სისტემა და აქტიური რეზერვის სისტემა მომავალში საქართველოს შეიარაღებული ძალების ძირითადი ელემენტი იქნება. „ახალი მიდგომების ფარგლებში წვევამდელთა მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, რაც მათ სახელფასო უზრუნველყოფაშიც აისახა. ისინი მეტად ინტეგრირებული არიან შეიარაღებულ ძალებში, საწყის საბრძოლო მომზადებას სხვა რეკრუტებთან ერთად გადიან. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ წვევამდელებს უკეთესი პირობები შევუქმნათ. რაც შეეხება რეზერვის მიმართულებას, აქტიური რეზერვის კონცეფცია ოქტომბერში ამოქმედდება. ეს იქნება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადი. საპილოტე პროექტის ფარგლებში, 377 რეზერვისტს საშუალებას მივცემთ, ქვეყანას საკონტრაქტო წესით 5 წლის განმავლობაში ემსახუროს“, - განაცხადა ლევან იზორიამ. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის შესახებაც ისაუბრა. მისი განმარტებით, საბრძოლო მოქმედებების წარმოების დროს ახალი ტაქტიკა არა მხოლოდ კონვენციურ, არამედ არაკონვენციურ საფრთხეებზეც იქნება ორიენტირებული. მან ჰიბრიდული საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქვეყანამ ტოტალური თავდაცვით უნდა უზრუნველყოს მდგრადობის ისეთი დონე, რომ შეძლოს საფრთხის პრევენცია, საფრთხის დადგომის შემთხვევაში კი, მისი დროული აღმოფხვრა. კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება.
(NS)
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)