|
2018-07-12 17:16:03, 547 ნახვა
რეგიონი
კოოპერატივმა „თაფლი საჩინომ“ ჭუბერში დაზარალებულ მეფუტკრეებს სკები გადასცა
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა „თაფლი საჩინომ“ ჭუბერში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მეფუტკრეებს 30 სკა ფუტკრის ოჯახებით საჩუქრად გადასცა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „თაფლი საჩინო“ მეორე დონის კოოპერატივია, რომელშიც მეფუტკრეობის დარგის 5 კოოპერატივი „ვაშლარა“ „ორე ეტ ლაბორა“ „ლოცვა და შრომა“ „ისრითი“ „ზეკარი“ არის გაერთიანებული. ჯამში ამ კოოპერატივებში გაერთიანებულია 76 მეფუტკრე. „სწორედ კოოპერაციამ, მისცა შესაძლებლობა კოოპერატივ “თაფლი საჩინოს“ წევრებს ერთობლივი ძალებით გამკლავებოდნენ სტიქიას და აღდგინათ მეურნეობა. სახელმწიფო პროგრამებში ჩართულობით კოოპერატივი „თაფლი საჩინო“ მძლავრ სუბიექტად ჩამოყალიბდა, რომელსაც აქვს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობა და უნარი დაეხმაროს სტიქიით დაზარალებულ მეფუტკრეებს",- განაცხადა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ.
(NS)
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)