|
2018-07-12 17:11:30, 519 ნახვა
რეგიონი
სოფლებში იუსტიციის სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს პროექტის პირველი ფაზა წარმატებით დაიხურა
საქართველოს სოფლებში იუსტიციის სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს ერთობლივი პროექტის პირველი ფაზა წარმატებით დაიხურა. პროექტის ფარგლებში ორგანიზებულმა საზაფხულო სკოლამ ფუნქციონირება დღეს დაასრულა. 21 მოსწავლეს, რომლებმაც სწავლება ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში გაიარეს, სერტიფიკატები იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადასცა. საქართველოს სოფლებში მდებარე საზოგადოებრივ ცენტრებში ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები ბავშვებისთვის 2017 წლიდან ფუნქციონირებს. სწავლების ორგანიზება მემორანდუმის საფუძველზე გახდა შესაძლებელი, რომელიც ბრიტანეთის საბჭოს, იუსტიციისა და განათლების სამინისტროებს შორის გაფორმდა. იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრებში ბრიტანეთის საბჭო მოსწავლეებისთვის სპეციალურ სასწავლო კურსს უძღვება. საზოგადოებრივი ცენტრები პროექტისათვის თანამედროვე ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიური უპირატესობების გამო შეირჩა. უმეტეს სოფლებსა და რაიონებში ცენტრები ერთადერთი ყველაზე თანამედროვე შენობებია, რომლებიც აღჭურვილია კომპიუტერებით, უკაბელო ინტერნეტით, ბიბლიოთეკებით, სამკითხველო დარბაზებით, შეხვედრების ოთახებით. ბავშვების გარდა, საზოგადოებრივი ცენტრები ინგლისური ენის მასწავლებლებსაც მასპინძლობს. ბრიტანეთის საბჭო მათ პროფესიულ განვითარებაზეც ზრუნავს − აწყობს ტრენინგებსა და სემინარებს ადგილობრივი სკოლების ინგლისური ენის მასწავლებლებისათვის. წელს ინგლისური ენის შესწავლით დაინტერესებული ბავშვებისათვის კონკურსი „მე მაქვს ოცნება" ჩატარდა, მასში გამარჯვებულ მოსწავლეებს კი, იუსტიციის სამინისტრომ ოცნებების ახდენა ყვარლის სასწავლო ცენტრის საზაფხულო სკოლაში შესთავაზა. კონკურსში გამარჯვებულები ორი კვირის განმავლობაში ისმენდნენ ტრენინგებს სამართლისა და ადამიანის უფლებების, აგრეთვე, კიბერუსაფრთხოების სფეროში; ივითარებდნენ ემოციების მართვის, პრეზენტაციის უნარებს და ინგლისური ენის ინტენსიურ შესწავლას განაგრძობდნენ. იუსტიციის სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს ერთობლივი პროექტი საქართველოს 6 სოფლის − ორსანტიის, ჩაქვის, დიდი ჯიხაიშის, კაბლის, წალკისა და ვალეს − საზოგადოებრივ ცენტრებში ხორციელდება. ისინი სხვადასხვა ნიშნით შეირჩა: ორსანტია ოკუპირებულ ტერიტორიასთან ახლოს მდებარეობს, კაბალი და წალკა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რაიონებია, დიდი ჯიხაიში იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტური ჩასახლების ადგილია, ვალე სასაზღვრო ზონაში მდებარეობს, ჩაქვი კი, ტურისტულად აქტიური რაიონია. იუსტიციის სამინისტრო და ბრიტანეთის საბჭო წარმატებულ თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს. დღეს ყვარელში გამართულ ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი პატარიძე, იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი ხათუნა კასრაძე და საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი ზაზა ფურცელაძე ესწრებოდნენ.
(NS)
უკრაინელების მოკლული გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი, საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს ომობდა
იემენელი ჰუსიტები მუსლიმებისთვის წმინდა ქალაქს მექას დაესხნენ თავს
SOLO-ს განსაკუთრებული შეთავაზება ისთ ფოინთის დაბადების დღეს SOLO VISA ბარათის მფლობელებს
ახალი შეთავაზება TBC-ის პლატფორმაზე - დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)