|
2018-07-10 11:25:34, 763 ნახვა
საზოგადოება
„ლიბერთი ბანკი“ პენსიონერებისთვის ახალ პროგრამას იწყებს
„ლიბერთისა" და „ნიუ ჰოსპიტალსს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც პენსიის მიმღები მომხმარებლები სამედიცინო სერვისებს სპეციალურად მათთვის შემუშავებული პირობებით მიიღებენ. განსაკუთრებული პირობებით ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები 2018 წლის ბოლომდე ისარგებლებენ და 30%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ ჩაიტარონ კვლევები გულის დაავადებების, შინაგანი ორგანოების, სახსრების და სხვა მიმართულებებით. მომსახურების მისაღებად აუცილებელია წინასწარ ჩაწერა სატელეფონო ცენტრის საშუალებით ტელეფონის ნომერზე 219 01 90. დაჯავშნილი ვიზიტისას აუცილებელია ლიბერთის სოციალური ბარათისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ადგილზე წარდგენა. ფასდაკლებით სარგებლობა შესაძლებელია თითეული პაკეტის სრულად შეძენის შემთხვევაში. პაკეტების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხ. http://bit.ly/2KHlkKO „დღეიდან ამ უპრეცედენტო, ერთობლივი პროგრამით სარგებლობა მხოლოდ ლიბერთი ბანკის სოციალური ბარათის მფლობელებს შეუძლიათ. „ნიუ ჰოსპიტალსი" პაციენტებს სამედიცინო მომსახურებას მარტივი პირობებით, წინასწარი ჩაწერის საფუძველზე სთავაზობს. პროგრამა 2018 წლის ბოლომდე გაგრძელდება და წლის განმავლობაში „ნიუ ჰოსპიტალსის" სამედიცინო მომსახურებით ისარგებლებენ როგორც თბილისის, ისე რეგიონების მაცხოვრებლები", - განაცხადა ნიუ ჰოსპიტალის დირექტორმა, გიორგი რამიშვილმა. „სოციალური პასუხისმგებლობის ახალი პროგრამის ფარგლებში აქტიურად ვაგრძელებთ პროექტების შემუშავებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა გვეზრუნა ჩვენი მომხმარებლების ამ სეგმენტზე და აუცილებელი სამედიცინო კვლევები სპეციალურად მათთვის შემუშავებული პირობებით შეგვეთავაზებინა“, – განაცხადა „ლიბერთი"-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.
(R)
ტრამპი საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ: ისლამი ოდესღაც დიდებული ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)