|
2018-07-05 16:35:48, 1075 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა სტრუქტურულ ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტთან ერთად, მეორე მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს. საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ნათია მიქელაძემ წარუდგინა. მისი განმარტებით, კანონპროექტის მიზანია ცვლილებების განხორციელება, რომელიც არსებულ გამოწვევებს უკეთ უპასუხებს და ქვეყნის უმთავრეს მიზანს - მოსახლეობის, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის უზრუნველყოფასა და ქვეყნის სწრაფ განვითარებას მოემსახურება. კანონპროექტით გათვალისწინებული სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებები მეტ პროგრესს, თანამედროვე სახელმწიფოსა და კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბებას მოემსახურება და მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ადმინისტრაციული დანახარჯების შემცირებას. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, წამყვან კომიტეტში საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით განხილვის შემდეგ რიგ კანონპროექტებში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა. მისი თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტთა პაკეტის მეორე მოსმენით განხილვის შემდეგ, ცვლილება შევიდა კანონპროექტში - „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და საქართველოს პარლამენტს ორი სამინისტროს დასახელება ახალი რედაქციით წარედგინა. ასევე, სახელწოდება - „ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს" სახელწოდება შეიცვლება სახელწოდებით - „ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო". დეპუტატებმა წარმოდგენილი დოკუმენტი და მისი თანმდევი 115 კანონპროექტი მუხლობრივად განიხილეს. კენჭისყრის შედეგად, საქართველოს პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით, 84 ხმით 1-ის წინააღმდეგ მიიღო. პლენარულ სხდომაზე გამოცხადებული შესვენების დროს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით განიხილეს. ამის შემდეგ, საკანონმდებლო პაკეტზე მესამე მოსმენით პლენარულ სხდომაზე იმსჯელეს. მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ნათია მიქელაძის განცხადებით, კანონპროექტში „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" რედაქციული ხასიათის ცვლილებები განხორციელდა. ასევე, ტექნიკური ხასიათის ცვლილებები განხორციელდა თანმდევ კანონპროექტებში. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს პარლამენტი 15 ივლისს განიხილავს.
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)