08:13 - 18 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-29 18:08:50, 871 ნახვა

ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა: მთავრობის მიერ ინიცირებული სტრუქტურული რეფორმები ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას

ფინანსთა მინისტრის, ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო პოზიტიურად აფასებს ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს და მიიჩნევს, რომ ფისკალური დეფიციტი ნორმის ფარგლებშია, გაზრდილია ეკონომიკური აქტივობა, გაძლიერებულია ქვეყნის საგარეო პოზიცია.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ასევე, მიუთითებს იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს ჯერ კიდევ არის ქვეყნის ეკონომიკაში და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მიერ განხორციელებული და ინიცირებული რეფორმები სრულად პასუხობს ამ გამოწვევებს. ფონდის აზრით, 2017 და 2018 წლებში, ჩვენ მიერ მიმდინარე ხარჯების შემცირების და არაპირდაპირი გადასახადებით პირდაპირი გადასახადების ჩანაცვლების შედეგად, შესაძლებელი გახდა სახელმწიფო ინვესტიციების ზრდა, გაუმჯობესდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და დაჩქარდა ეკონომიკური ზრდა," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნიკოლოზ გაგუამ.

მისი განცხადებით, სტრუქტურული რეფორმების პაკეტში აქცენტი კეთდება განათლების, ინფრასტრუქტურისა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისთვის საჭირო სტრუქტურულ რეფორმებზე.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი  ამ ანგარიშში ხაზს უსვამს აღნიშნული ტიპის რეფორმების საჭიროებას.  სავალუტო ფონდის შეფასებით, ქვეყანაში ინიცირებული სტრუქტურული რეფორმების პაკეტის განხორციელება, ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას, საწყის ეტაპზე,  დაახლოებით, 0.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო შემდგომში, 5 პროცენტით. აღნიშნული ზრდა მოხდება ინვესტიციებისა და მწარმოებლურობის ზრდის ხარჯზე, რაც არის ძალიან პოზიტიური სიგნალი კერძო სექტორისათვის“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში დადებითად არის შეფასებული მთავრობის გადაწყვეტილებები ისეთი სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მიმართულებით, რომლებიც მიზნად ისახავს საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივება/გაუმჯობესებას და ბიზნესგარემოს შემდგომ განვითარებას, ექსპორტის დივერსიფიკაციის, ასევე, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების ხელმოწერის გზით. 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics