|
2018-06-27 16:21:48, 558 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებს ტრენინგები უტარდებათ
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებს ტრენინგი „პოზიტიური სელექციის საფუძვლები“ ჩაუტარდათ. სასწავლო კურსი მოიცავდა სასოფლო-სამეურნეო წარმოების სისტემების სიმულირების, პოზიტიური სელექციისა და თესლის დეგენერაციის ძირითად საფუძვლებისა და მოდელირების, კარტოფილის სათესლე მასალის სერტიფიცირების და ინ ვიტრო მიკლოკლონური გამრავლების საკითხებს. „ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მეწარმეს შესაძლებლობა ეძლევა აიმაღლოს ცოდნა, გაეცნოს თანამედროვე ტექნოლოგიებს და, შედეგად, მეტი სარგებელი მიიღოს. ნებისმიერ სექტორში სრულფასოვანი განათლება გადამწყვეტ როლს თამაშობს, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების არსებობა; კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი კი, მეკარტოფილეობის დარგში ლიდერია“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნოდარ ხატიაშვილმა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP) ერთობლივი პროექტის მიზანი საქართველოში მეკარტოფილეობის განვითარება და ფერმერებისთვის დარგის თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობაა. პროექტი ავსტრიის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი კარტოფილის საერთაშორისო ცენტრთან 2016 წლიდან მჭიდროდ თანამშრომლობს. მხარეები მავნებელ დაავადებებისადმი გამძლე ჯიშების კარტოფილის სათესლე მასალის წარმოების და მოსავლიანობის გაზრდის ერთობლივი კვლევების პროექტზე მუშაობენ, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
(NS)
ტრამპი საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ: ისლამი ოდესღაც დიდებული ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)