08:03 - 18 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-25 17:23:47, 1101 ნახვა

ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა ADB-ის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტები, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ნიკოლოზ გაგუამ და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ალტერნატიულმა აღმასრულებელმა დირექტორმა, სკოტ დოუსონმა დღეს, ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.

სამინისტროს ცნობით, მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის, ტაკეჰიკო ნაკაოს საქართველოში პირველი ვიზიტის მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ თბილისში გამართული შეხვედრები, ხელს შეუწყობს ADB-სთან თანამშრომლობა გადავიდეს განვითარების ახალ ეტაპზე.

როგორც ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა, აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მნიშვნელოვანი  პარტნიორია. აღსანიშნავია, რომ საქართველოსთან წარმატებული ურთიერთთანამშრომლობის ფონზე, აზიის განვითარების ბანკი განიხილავს შესაძლებლობას, გააფართოოს თავისი პორტფელი საქართველოში, რითაც შესაძლებელი იქნება, დაფინანსდეს უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი, ასევე, გაიზარდოს აზიის განვითარების ბანკის ჩართულობა განათლების სფეროს რეფორმირების პროცესში.

შეხვედრაზე განსაკუთრებით ხაზი გაესვა ბანკის მონაწილეობას ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების მიმართულებით, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის პროექტები.  როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დღეს, გაიხსნა ქობულეთის შემოვლითი გზის მე-2 მონაკვეთი, რომელიც სწორედ აზიის განვითარების ბანკის დაფინანსდებით აშენდა და რომელიც ხელს შეუწყობს სატრანზიტო მოძრაობისა და  ტურიზმის განვითარებას რეგიონში.

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მხარდაჭერას უწევს ისეთი პრიორიტეტული სფეროების დაფინანსებაში, როგორიცაა ენერგეტიკა, მუნიციპალური და საქალაქო ინფრასტრუქტურა, წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია/მშენებლობა, რაც მიზნად ისახავს ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას.

უმნიშვნელოვანესია, ასევე, ADB-ის ჩართულობა მთავრობის ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერის კუთხით. კერძოდ, აზიის განვითარების ბანკი მონაწილეობს ისეთი რეფორმების განხორციელების პროცესში, როგორიცაა კაპიტალის ბაზრის განვითარება, საპენსიო რეფორმა,  საჯარო-კერძო თანამშრომლობა.

საქართველო აზიის განვითარების ბანკის წევრია 2007 წლიდან. დღეის მდგომარეობით, ADB-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა (საინვესტიციო, კერძო სექტორი და ტექნიკური დახმარებები) შეადგენს, დაახლოებით, 2.4 მილიარდ აშშ დოლარს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics