|
2018-06-25 11:34:12, 1218 ნახვა
ეკონომიკა
PSP ბრიტანული ინოვაციური მშრალი შამპუნების რეალიზაციას იწყებს
PSP, როგორც ლიდერი კომპანია, რომელიც მუდმივი სიახლეებით ანებივრებს მომხმარებელს, კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს ქართულ სამომხმარებლო ბაზარს. ამჯერად PSP თანამედროვე ცხოვრების რიტმის კვალდაკვალ შექმნილ სიახლეს - მშრალ შამპუნებს წარმოადგენს. შამპუნის გამოყენებისათვის არაა საჭირო წყალი და სხვა სააბაზანო საშუალებები. მშრალი შამპუნის გამოყენა საოფისე სივრცეში, სასწავლო დაწესებულებასა თუ სპორტულ დარბაზში შეიძლება. Soft&Gentle-ს მშრალი შამპუნი თმის გამწმენდი კომფორტული საშუალებაა. მის შემადგენლობაში შემავალი სიმინდის და ბრინჯის სახამებლის მიკროკრისტალები სწრაფად იწოვს ჭარბ ცხიმს, ჭუჭყს, უსიამოვნო სუნის შეგრძნებას და თმას სისიფთავეს, სასიამოვნეო სურნელს და მოცულობას ანიჭებს. მშრალი შამპუნი სპრეის ფორმით არის წარმოდგენილი და კომფორტულია მოხმარებისას. მისი შესხურება თმას ცხიმისგან ათავისუფლებს და წყალთან კონტაქტის გარეშე ანიჭებს ბზინვარებას და მოცულობას. „მშრალი შამპუნი უალტერნატივოა, როდესაც უცბად გიწევს მოწესრიგება და ვერ ასწრებ სალონში სტუმრობას ან აბაზანაში შესვლას. მაშინ, როდესაც წყლის მიწოდება შეზღუდვით ხორციელდება, მშრალი შამპუნი უალტერნატივოა. ეფექტურად იყენებენ მშრალ შამპუნს მშობლებიც, რადგან სულ რამდენიმე წუთში შესაძლებელი ხდება თმას სისუფთავე და მოცულობა მივანიჭოთ. ამ პროდუქტს აქტიურად იყენებენ ჰოსპიტალურ სექტორშიც მწოლიარე ავადმყოფის ჰიგიენისთვის. ეს არ არის შამპუნის შემცვლელი, მარტივი და კომფორტული გამოსავალია თმის სწრაფად მოსაწესრიგებლად,“- აცხადებენ PSP-ში. Soft and Gentle-ს მშრალი შამპუნები სრულიად საქართველოში PSP-ს 200-ზე მეტ აფთიაქშია წარმოდგენილი და მისი ღირებულება 12 ლარსა და 53 თეთრს შეადგენს. ერთი სპრეის გამოყენება დაახლოებით 30-ჯერ არის შესაძლებელი.
(R)
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





