07:23 - 15 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-31 10:57:53, 801 ნახვა

სამართალი
შსს-ს მოლდოვის შს სამინისტროს პოლიციის დელეგაცია ეწვია

შინგან საქმეთა სამინისტროს  ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ივანე პაპიაშვილი მოლდოვის შსს-ს პოლიციის გენერალური ინსპექტორატის უფროსის მოადგილე გრიგორი კავკალუკს და მოლდოვის შსს-ს პოლიციის გენერალური ინსპექტორატის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროს კორნელიუ გროზას შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ცენტალური კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე უშანგი ლომიძე და თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე გრიგოლ ბესელია.
შეხვედრაზე მოლდოვის შსს-ს პოლიციის წარმომადგენლები სამინისტროს მუშაობის პრინციპს, განხორციელებულ და დაგეგმილ სიახლეებს გაეცნენ. საქართველოს შს სამინისტროში ბოლო წლების განმავლობაში გატარებულ რეფორმებსა და კრიმინალურ პოლიციაში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გასვლის უფლების შესახებ
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეჩერებას
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics