|
2018-06-23 18:20:05, 760 ნახვა
რეგიონი
ფრანგმა პილოტებმა ავიატური საქართველოში ბათუმიდან დაიწყეს
დღეს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 18 ფრანგი პილოტი საკუთარი ვერტმფრენით დაეშვა. პილოტები საქართველოში საკუთარი თვითმფრინავებით ,,საფრანგეთი-საქართველო"-ს ავიატურის ფარგლებში ჩამოფრინდნენ. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბათუმში სტუმრად მყოფი ევროპელი პილოტები თანმხლებ პირებთან ერთად, ქალაქის ღირშესანიშანობებს გაეცნობიან. ავიაკომპანია Service Air-ის და ფრანგი პილოტის მიშელ კოლინოს ორგანიზებით, საქართველოში დაგეგმილი ავიატური „Rallye Aero France 2018" ბათუმიდან დაიწყო და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაგრძელდება. მსგავს ავიატურებს კომპანია უკვე 25 წელია აწყობს და საქართველოში ეს მათი პირველი ვიზიტია. უცხოელ პილოტებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე შეხვდა და საქართველოს, კერძოს ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი რეგიონის, აჭარის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. 24 ივნისს თვითმფრინავები ბათუმიდან ნატახტარის აეროდრომზე გადაფრინდებიან, საიდანაც ტურისტული კომპანია Vanilla Sky-ის მიერ დაგეგმილი ტურის მიხედვით მოგზაურობას გააგრძელებენ თბილისში, თელავში, მესტიასა და ქუთაისში. ავიატურს მხარდაჭერა გამოუცხადეს აჭარის მთავრობის ხელმძღვანელობამ, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ და საქართველოს ნავიგაციის დეპარტამენტმა. ,,საქართველოს ტურისტულ ბაზარზე მსგავსი ავიატურების მასპინძლობა ახალი ტურისტული მიმართულების დამკვიდრებას შეუწყობს ხელს და მომავალში საკუთარი თვითმფრინავების მქონე კიდევ უფრო მეტ უცხოელ პილოტს მოიზიდავს ჩვენს ქვეყანაში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მიმართ გაზრდილ ინტერესს"-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ ინტერვიუში.
(NS)
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)