12:23 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-22 21:59:27, 1090 ნახვა

პოლიტიკა
მმართველ გუნდში სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შემოღების საკითხზე მსჯელობენ

მმართველ პარტიაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შემოღების საკითხზე მსჯელობენ. 

როგორც შეხვედრის დაწყებამდე პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა, ეს თანამდებობა არ იქნება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტის ზუსტი ანალოგი.

„იყო გამოთქმული გარკვეული მოსაზრებები და შენიშვნები, როგორც სამინისტროების დასახელებებთან დაკავშირებით, ასევე ინსტიტუტთან დაკავშირებით, რაც შეეხება სახელმწიფო მდივნის ინსტიტუტს, რომელიც შეიძლება, გახდეს ახალი ევროპულ დემოკრატიულ ქვეყნებში აპრობირებული. სახელმწიფო მდივანი შემდეგი ეტაპის რეფორმად იგულისხმება. იგულისხმება სამინისტროებში მინისტრი დარჩეს პოლიტიკურ ფიგურად და მის ქვემოთ იყოს სახელმწიფო მინისტრი, შეიძლება იყოს რამდენიმე სახელმწიფო მინისტრი სხვადასხვა მიმართულებით, გამოითქვა აზრი, რომ გვყავდეს სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის მიმართულებით საგარეო საქმეთა სამინისტროში, მაგრამ ეს არის ჯერჯერობით მოსაზრებების დონეზე", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ოფისში მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს. შეხვედრას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მინისტრები და ბიუროს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ესწრებიან.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics