12:24 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-22 18:12:34, 953 ნახვა

პოლიტიკა
ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ აზერბაიჯანელ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა, კერძოდ კი სახელმწიფო კომიტეტის წარმომადგენლებს საკუთრების საკითხებში. აღნიშნული ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ელექტრონული აუქციონის სისტემის შესწავლა და გამოცდილების გაზიარება - ელექტრონული წესით სახელმწიფო ქონების განკარგვის პროცესში.

მომსახურების სააგენტო უკვე 8 წელია წარმატებულად ახორციელებს ელექტრონული წესით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაციას უნივერსალური პორტალის eauction.ge-ს მეშვეობით.

„ელექტრონული აუქციონი უნიკალური პროექტია ამიერკავკასიაში და ყველაზე გამჭვირვალე და მოქნილი სისტემაა სახელმწიფო ქონების რეალიზაციისთვის. 2-დღიანი ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანელ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ სახელმწიფო ქონების განკარგვის ელექტრონული მოდელის ჩამოყალიბების პროცედურებს, პრაქტიკაში დანერგილ მეთოდებს, მიდგომებს და სამომავლო გეგმებს, მათ მიიღეს შესაბამისი რეკომენდაციები და მონაწილეობდნენ მიმდინარე სამუშაო პროცესებში", -  განაცხადა მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, ლევან ძნელაძემ.

საკუთრების საკითხებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო კომიტეტის წარმომადგენელთა ვიზიტის ფარგლებში, ასევე, გაიმართა შეხვედრები იმ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან, რომლებიც ელექტრონული წესით ახორციელებენ ქონების რეალიზაციას.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო და აზერბაიჯანის სახელმწიფო კომიტეტი საკუთრების საკითხებში აქტიურად გეგმავენ სამომავლო თანამშრომლობას.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics