|
2018-06-21 17:48:48, 935 ნახვა
პოლიტიკა
ჩუგოშვილი: განვიხილავთ რა ფორმით იქნება ყველაზე ეფექტური და სწორი სხვადასხვა უწყებების ოპტიმიზაცია
პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, "ქართული ოცნების" ოფისში, სადაც მმართველი გუნდი კონსულტაციებს მართავს, მთავრობის შემადგენლობის ფორმაზე მსჯელობენ. როგორც ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, სამუშაო შეხვედრის დროს კონკრეტულ პირებზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა დასძინა, რომ საკითხი მთავრობის რესტრუქტურიზაციას ეხება. "დღეს პრემიერ-მინისტრმა უმრავლესობის ბიურისთან მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციები დაიწყო. აღნიშნული ცვლილებები მოგვიანებით პარლამენტში იქნება წარდგენილი. კონსულტაციების პროცესში განვიხილავთ რა ფორმით იქნება ყველაზე ეფექტური და სწორი სხვადასხვა უწყებების ოპტიმიზაცია. დისკუსიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი თუ რა სამინისტროებზეა საუბარი. რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილი შეხვედრას არ ესწრება, რადგან ეს არის პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის წევრების შეხვედრა. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო მთავრობის და პარლამენტის ეფექტური ურთიერთობა და ეს შეხვედრაც არის კარგი მაგალითი იმისა, რომ სწორი ნაბიჯები ამ მიმართულებით გადაიდგმევა. დღევანდელ შეხვედრაზე სახელებზე და კანდიდატებზე საუბარი არ მიმდინარეობს. ეს შეხვედრა ემსახურება იმის განხილვას, რომ გადაწყდეს თუ რა უწყებები გვჭირდება, რათა მიზანს მივაღწიოთ. ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა ფორმას მიიღებს მთავრობის შემადგენლობა", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მედიასაშუალებებმა გაამჟღავნეს flydubai-ს პილოტის ვინაობა, რომელმაც ბორტზე ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა
ტრამპმა ამერიკელებს ალაბამაში ახალი ხიდისთვის მისი სახელის დარქმევა შესთავაზა
დღეს საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება, ხმის მიცემა დაიწყო
უკრაინაში მყოფმა დასავლელმა დიპლომატებმა საელჩოების კიევიდან ლვოვში გადატანის საკითხის განხილვა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინაში მყოფმა დასავლელმა დიპლომატებმა საელჩოების კიევიდან ლვოვში გადატანის საკითხის განხილვა დაიწყეს
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)